Bestway 57273 გასაბერი აუზის ოფიციალური მიმოხილვები და რეკომენდაციები მწარმოებლებისგან
მას შემდეგ, რაც ყველა ტიპის აუზის ზოგადი მიმოხილვა და კონკრეტული რჩევები მათი ყიდვის მსურველთათვის ჩვენს ბლოგზე ძალიან დეტალურად წარმოგიდგინეთ, გადავდივართ საერთაშორისო მიმოხილვებზე, რაც ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს ჩვენი მომხმარებლებისთვის.
დღეს თქვენს ყურადღებას ბესტვეის კონკრეტულ მოდელ 57273-ზე შევაჩერებთ, რომელიც ფასიდან და ზომებიდან გამომდინარე ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად აუზად ითვლება.
მიმოხილვები აღებულია წამყვანი საერთაშორისო მაღაზიებიდან და ბრენდის ოფიციალური ვებ-საიტიდან, ჩვენ უბრალოდ მათ თარგმანს გთავაზობთ, რომელიც ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთულია.
გაითვალისწინეთ, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში სასურველი გასაბერი აუზები იაფად ისურვეზე გაიყიდება და დაბალი ფასის გარანტია ჩვენთვის ძალიან საამაყო რამ გახლავთ.
Bestway-ის Fast Set სერიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, 57273 თქვენთვის საუკეთესო პირველ ნახევრად პროფესიონალურ აუზად შეიძლება იქცეს, რომლის დადგმაც რამდენიმე წუთშია შესაძლებელი, საკმარისად დიდია გასართობად და საკმარისად პატარა - ადვილად მოსავლელად.
ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფილტრთან ერთად (გააჩნია კომპლექტაციას) ან დამატებით შეიძინოთ წყლის სპეციალური გამათბობელიც, რომელსაც ასევე ბესტვეი აწარმოებს და რომელიც ახანგრძლივებს დღიურ გამოყენების პერიოდს, შეგიძლიათ ისარგებლოთ რა დილით ან გვიან ღამე და ა.შ.
აქვე გეტყვით, რომ შეგიძლიათ გაეცნოთ ხშირად დასმულ კითხვებსაც, გასაბერი აუზების შესახებ, ან უბრალოდ დაგვირეკოთ და მზად ვართ ყველა მათგანს ამომწურავად ვუპასუხოთ.
ის შესაძლებელია დაიდგას ნებისმიერ მყარ ზედაპირზე, რაიმე ზედმეტი მოთხოვნების გარეშე.
- გარე დიამეტრი: 366 სმ
- შიდა დიამეტრი: 305 სმ
- სიმაღლე: 76 სმ
- წყლის რეკომენდირებული სიღრმე: 61 სმ
- მთლიანი ტევადობა (80%-ზე): 5377 ლიტრი
საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება მისი ენერგო-ეფექტური მზის სისტემაზე მომუშავე გამათბობელიც, თუ არადა სტანდარტული 3 კილოვატიანი მოდელით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
თუ მზის პანელების გამოწერას გადაწყვეტთ (აუზების გამოწერასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან საინტერესო და საჭირო ბლოგ პოსტი, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ აქვე), გაითვალისწინეთ, რომ იდეალური შედეგისთვის 3 პანელია რეკომენდირებული.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ ფილტრი აუზიდან მინიმუმ 2 მეტრის მოშორებით უნდა დაიდგას, ხოლო როცა აუზში იმყოფებით, სასურველია ფილტრაციის რეჟიმი გამორთოთ.
შეეცადეთ განსაკუთრებულად არ დააწვეთ აუზის კიდეებს, არ დაჯდეთ მათზე და მოერიდოთ სხვა მსგავს ქმედებებს.
ნებისმიერი ელექტრო აპარატურა, რომელიც აუზებს მოყვება, დაცულია 1 წლიანი გარანტიით.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...