ბავშვის ძილი და ახალ გარემოსთან ადაპტაცია!
მანამ, სანამ ჭოჭინის გამოყენება/არგამოყენებასთან დაკავშირებით მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა ერთიან აზრზე, მანეჟის აუცილებლობასა და მის საჭიროებაზე - არავინ დავობს და წლებთან ერთად დამატებით ფუნქციებსაც კი იძენს. ერთ-ერთი ასეთია, მანეჟისთვის საწოლის ფუნქციის შეთავსება.
ყოველწლიურად, სულ უფრო და უფრო მზარდია ბავშვის მანეჟების გაყიდვების სტატისიკური მაჩვენებლები, შესაბამისად შემცირებულია საწოლებზე მოთხოვნა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? როგორ ფიქრობთ, ბოლო წლების მოდური ტრენდია უბრალოდ თუ საწოლ-მანეჟი მართლაც გამორჩეული ნივთია, პრაქტიკულობის თვალსაზრისით?
წარმოიდგინეთ, როდესაც ბავშვი მიგყავთ დასასვენებლად, რამდენ რამესთან უწევს მას ადაპტირება. ეს შეიძლება იყოს განსხვავებული ტემპერატურა, ჰაერი, სოციუმი, საცხოვრებელი გარემო, ძილისთვის განკუთვნილი ადგილი და ა.შ. თითეული მათგანის ცვლილება, გარკვეულ სტრესს ბუნებრივად იწვევს ჩვენი პატარასთვის და თუკი შესაძლებელია, რომ მცირედით მაინც შევუსმუბუქოთ გარემოს ცვლილებით გამოწვეული შფოთვა, ამისთვის ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ.
კომპაქტური, მარტივად გადასაადგილებელი და კომფორტული საწოლ-მანეჟი, რომელიც ბავშვისთვის ძირითად მოსასვენებელ ადგილს წარმოადგენს, არის ხიდი ბავშვსა და ახალ გარემოს შორის ადაპტაციის პროცესში.
რასაკვირველია, ეფექტი მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუკი საწოლ-მანეჟი თავის დროზე სწორად იქნა შერჩეული და ბავშვი ნამდვილად გრძნობს თავს დაცულად და კომფორტულად, მასში ჩაწვენის პირველივე წამიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასასურველი გარემოდან დროებით თავის დაღწევის მაგივრად, ბავშვს თან გავაყოლებთ ძილთან დაკავშირებულ ნეგატიურ განცდებს, რაც ჩვენი მიზანი სულაც არ არის!
საწოლ-მანეჟის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი:
- ხარისხი უნდა იყოს მაღალი
- თუ საწოლ-მანეჟს ცალი გვერდი ეხსნება, ისეთი ჩამკეტი უნდა ჰქონდეს, რომ ბავშვმა ვერ მოახერხოს მისი გახსნა. ასეთ შემთვევაში, ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ბავშვმა ვერ უნდა მოახერხოს თავის გაყოფა
- თუ საწოლ-მანეჟი ირწევა, შესაძლებელი უნდა იყოს მისი უძრავ მდგომარებაში გაჩერებაც
- ლეიბი უმჯობესია მაგრდებოდეს ორ დონეზე და ასაკის მატებასთან ერთად ჩამოიწიოს ქვემოთ
- ლეიბსა და საწოლ-მანეჟის გვერდებს შორის არ უნდა რჩებოდეს ადგილი
- ლეიბი არ უნდა იყოს ძალიან რბილი
წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!
პოპულარული მოდელები