დამატებითი რჩევები - როგორ შევარჩიოთ თმის უთო?
სილამაზის მუდმივად ცვალებადი სტანდარტების პარალელურად, ქალბატონები ცდილობენ უფრო და უფრო შემოიტანონ ტექნოლოგიური პროგრესის ელემენტები თავის მოვლის ტექნიკაში. ამ პროგრესის ერთ-ერთი გამოხატულებაა თმის უთო. ისეთ აქტივთან შეხებაში კი როგორიც თმა არის,ხარისხი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, აქტიური რეჟიმიდან გამოდინარე ამ ნივთით სარგებლობა შეიძლება ყოველდღიურად გვიწევდეს, ამ პირობებში კი აუცილებელი ხდება გარანტია იმისა, რომ თმა არ დაგვიზიანდება და თმის უთოს ხშირი გამოყენებისგან რაიმე ტიპის პრობლემები არ იჩენს თავს.
სწორედ ამიტომ ჩვენი პოსტის მიზანია, თმის უთოს შეძენისთვის იმ რჩევების გადმოცემა, რომლებსაც ტექნიკის წამყვანი ბრენდები უწევენ მომხმარებლებს.
რა უნდა ვიცოდეთ თმის უთოს შეძენის დროს?
უნდა ვიცოდეთ რომ არსებობს უთოს ორი ტიპი პროფესიონალური და არაპროფესიონალური. პროფესიონალური უთოს შემთხვევაში მას იყენებენ სილამაზის სალონებში და ისინი მეტი სიმძლავრით ხასიათდებიან . არაპროფესიონალურის შემთხვევაში, ამ ნივთს ქალბატონები ძირითადად სახლში იყენებენ, და სწორად მათ შეიძლება სჭირდებოდეთ მეტი ტექნიკური ინფორმაცია უთოსა და მისი რეჟიმების შესახებ აქვს.
თმის უთოებს ხშირად ეს აქსესუარები გააჩნიათ:
- თმის გასასწორებელი მაშები - გამოიყენება ხვეული თმის გასასწორებლად.
- გოფრის მაშები - სწორი თმის შემთხვევაში ტალღების გასაჩენად.
- მაშების ტექსტურაიზერი - თმებზე სპეციალური ფიგურული ეფექტის შესაქმნელად.
პროფესიონალური თმის გასასწორებელი უთოს მახასიათებლები
ბრენდის კუთხით PHILLIPS, SOKANY, PANASONIC, KEMEI წარმოადგენენ ბაზარზე წამყვანი ბრენდებს. მათ მიერ წარმოდგენილი უთოები მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევია.
გამოვაცალკევებთ ერთი მათგანის მახასიათებლებს სამაგალითო ჩვენებისთვის:
თმის უთო PHILIPS HP8321/00 ტექნიკური სპეციფიკაცია:
მოწყობილობას შეუძლია მაქსიმუმ 210 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელება 60 წამში. მისი ფირფიტები კერამიკისადა მცირეოდენი ნაწილი ტურმალინისგან არის გაკეთებული.
რაც შეეხება ფუნქციებს, გარდა მაღალი ტემპერატურისა რომელიც თმის ეფექტურ გასწორებას უზრუნველყოფს, სწრაფი გაცხელების, ფირფიტების ადვილი მიმაგრების, და ელექტროკაბელის მოქნილობა (დაცვა ახლართვისგან, 180სმ-იანი შნური ბრუნვის საშუალებით, ჩამოსაკიდებელი) დიდი უპირატესობებია. იონიზაცია და სიმძლავრის გადამრთველი დამატებით ფუფუნებას ჰმატებს პროდუქტს, სპეციალურიფორმის 2.8 სმ * 10სმ ეკო ფირფიტებთან ერთად.
აუცილებელია გაითვალისწინოთ:
- უთო თმის ერთ ადგილზე დიდხანს არ უნდა გააჩეროთ, არსებობს რისკი თმის დაწვის. იგი ძალიან სწრაფად უნდა ამოძრავოთ.
- თმის გასწორებამდე ისარგებლეთ თმის დამცავი საშუალებებით (მუსი, სპრესი ან სხვა), რომლებიც დააბალანსებენ უთოს ნეგატიურ ზემოქმედებას და დაიცავენ თმასგამოშრობისგან.
- ერიდეთ უთოს ყოველდღიურ გამოყენებას, ეს მაინც მოქმედებს თმის ხარისხზე.
- გაითვალისწინებთ რომ თუ ფიქრობთ სწორი თმა თქვენი სტილის ნაწილი გახდეს, მაშინ უმჯობესია პროფესიონალური, ქიმიური მეთოდებით ისარგებლოთ რათა გაიმარტივოს ცხოვრება.
პოპულარული მოდელები