ახალი Galaxy Z Flip და S20-ის მიმოხილვა
11 თებერვალს, Samsung-მა წარადგინა ახალი Galaxy S20 და ორიგინალურად მოქნილი Z Flip სმარტფონი, რომელთა შესახებ მოკლე მიმოხილვას დღეს ბლოგში გავაკეთებთ.
Samsung-ის ყოველწლიურ ღონისძიებაზე, რომელსაც მომხმარებლები თუ კრიტიკოსები ერთნაირი მოლოდინით ელოდებიან, მუდმივად წარადგენენ ინოვაციურ სიახლეებს. გამონაკლისი არც ეს წელი აღნოჩნდა და კომპანიამ მსოფლიოს აჩვენა განახლებული Galaxy S20, რომლის შესახებაც უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.
Galaxy Z Flip
2019 წელს სამსუნგმა საკმაოდ ხმაურით გამოაქვეყნა ერთ-ერთი მოქნილი სმარტფონის მოდელი Galaxy Fold-ი და წინა წლის მსგავსად, კომპანიამ წელსაც, პრეზენტაციამდე რამოდენიმე წუთით ადრე გაამჟღავნა მთავარი სიახლე და მოკლედ ისაუბრა იმაზე, თუ როგორი იქნება Galaxy Z Flip. სმარტფონი საერთოდ არ ჰგავს მის წინამორბედს, რადგან ეკრანი ვერტიკალურად იკეცება.
მახასიათებლები:
- საწყისი ეკრანი: AMOLED, 6.7 დიუმი, 21.9: 9, 1080 × 2636 პიქსელი.
- გარე ეკრანი: 1.1 დიუმი, 112 × 300 პიქსელი.
- მეხსიერება: 8/256 GB
- პროცესორი: Snapdragon 855 Plus
- მთავარი კამერა: 12 MP (f / 1.8) + 12 MP (f / 2.2)
- წინა კამერა: 10 MP (f / 2.4)
- ბატარეა: 3300 mAh
როდესაც სმარტფონი იკეცება, საკმაოდ კომპაქტური ხდება და ქალის სარკეს უფრო ჰგავს. გარედან აქვს პატარა დამატებითი ეკრანი, რომელიც შეგიძლიათ სელფის გადასაღებად და შეტყობინებების სანახავად გამოიყენოთ. საიმედოობის თვალსაზრისით კი, Z Flip-ს აქვს დიდი რესურსი გახსნისა და დახურვისთვის.
საინტერესოა, რომ სმარტფონს აქვს მხოლოდ ორი კამერა - მთავარი და ულტრა ფართო. როგორც ჩანს, მწარმოებელს არ დაუმატებია დამატებითი კამერები, რათა არ გაეფუჭებინა დიზაინი და არ გაეხადა მოწყობილობა კიდევ უფრო სქელი.
რაც შეეხება გადაღებას, დაიხვეწა ღამის გადაღების რეჟიმი, რომლითაც ახალი სმარტფონი 4 წუთში იღებს 14 კადრის სერიას და აერთიანებს მათ ერთ ნათელ ფოტოში. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაღების დროს, არ გჭირდებათ ტელეფონის ხელში დაჭერა. შეგიძლიათ, უბრალოდ განათავსოთ იგი ბრტყელ ზედაპირზე და მოემზადოთ გადაღების პროცესისთვის.
მოდელის უჩვეულო თვისებება არის ახალი Flex რეჟიმი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ თქვენი სმარტფონი, როგორც ლეპტოპი: გადაკეცვის დროს, ქვედა ნაწილზე რჩება ფუნქციები, ხოლო ზედაზე - ჩნდება სამუშაო ეკრანი. ამ <ნახევრად დაკეცილ> მდგომარეობაში, ასევე შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოები და ვიდეოები.
Samsung Galaxy S20, S20 + და S20 Ultra
გასულ წელს სამსუნგმა ასევე გამოუშვა სამი უმსხვილესი მოდელი, რომლითაც კომპანიამ, ფაქტობრივად, შეცვალა ხაზის ნუმერაცია: პირობითად, თუ ადრე მოდელები რიგის მიხედვით გამოდიოდა, ეს წესრიგი უკვე შეიცვალა და ახლა S10-ის შემდეგ დაუყოვნებლივ გამოჩნდა არათუ S11, არამედ - S20.
სინამდვილეში, სამივე მოდელი ერთმანეთისგან მხოლოდ დიაგონალისა და ბატარეის მოცულობის მიხედვით განსხვავდება, ხოლო S20 Ultra - კამერასა და მეხსიერების ზომაში.
მიუხედავად ბატარეის სხვადასხვა სიმძლავრისა (4000, 4500 და 5000 mAh), ყველა მოდელი იმუხტება ძალიან სწრაფად და უკაბელოდ.
ძირითადი მახასიათებლები Galaxy S20 / S20 +
- ეკრანი: 6.2 დიუმი (3200 × 1440 პიქსელი) / 6.7 დიუმი (3200 × 1440 პიქსელი)
- მეხსიერება: 8/128 GB
- პროცესორი: Exynos 990
- მთავარი კამერა: 12MP (f / 1.8) + 64MP (f / 2.0) + 12MP (f / 2.2)
- წინა კამერა: 10 MP (f / 2.2)
- ბატარეა: 4000 mAh / 4500 mAh
ძირითადი მახასიათებლები Galaxy S20 Ultra
- ეკრანი: 6.9 დიუმი (3200 × 1440 პიქსელი)
- მეხსიერება: 12/512 GB
- პროცესორი: Exynos 990
- მთავარი კამერა: 108 MP (f / 1.8) + 48 MP (x10 zoom) + 12 MP (f / 2.2)
- წინა კამერა: 40 MP (f / 2.2)
- ბატარეა: 5000 mAh
მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონებში ბევრი რამ შეიცვალა, რაც გარეგნულად შესამჩნევია - დიზაინი და დამატებითი კამერებია. თუმცა, ყველაზე ელეგანტური დიზაინისა და საუკეთესო გადაღების ხარისხით მაინც Galaxy S20 Ultra-აა, რომელსაც სმარტფონის ფუნქცია აქვს. მას აქვს ახალი სენსორი 108 მეგაპიქსელიანი გარჩევადობით, ტელეფოტოფონის ობიექტივი 48 მეგაპიქსელით X10 ოპტიკური მასშტაბით, 12 მეგაპიქსელიანი ულტრა ფართო კუთხის სენსორით და TOF სენსორი. ჰიბრიდული და ციფრული მასშტაბების გაერთიანებით, სმარტფონს შეუძლია X100 გაფათოებით გადაღება, რაც არის რეკორდი მობილური ტელეფონების სამყაროში, ვინაიდან, აქამდე X50 გაფართოება მხოლოდ Huawei P 30 Pro-ს ჰქონდა.
ახალი მოდელების კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა <მულტიკადრის> რეჟიმი, რომლის დამსახურებითაც სმარტფონი ერთდროულად სამი კამერით იღებს. შედეგად, მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ის ფოტო, რომელიც მას ყველაზე მეტად მოეწონება. მსგავსი სიახლე ნამდვილად მოსახერხებელია, რადგან აღარ არის საჭირო ერთ ადგილზე დგომა და ფოტოებისთვის კუთხეების შერჩევა. საკმარისია დააჭიროთ სმარტფონს ერთხელ და მაშინვე მიიღებთ რამოდენიმე ფოტოს ერთდროულად.
წარმატებულ შენაძენს გისურებთ!
პოპულარული მოდელები