ახალბედა მშობელი და ახალდაბადებული ბავშვი!
თუ თქვენ პატარას ან პატარების მოლოდინში ხართ, უკვე დაწყებული გექნებათ ახალდაბადებული ბავშვებისთვის აუცილებელი ნივთების შეგროვება. კარგად გვესმის, რა ხდება, როდესაც ბავშვთა მაღაზიების დათვალიერებას იწყებთ? უყურებთ ეტლების და სავარძლების რიგებს და აცნობიერებთ, რომ წარმოდგენა არ გაქვთ, არჩევანი რომელზე შეაჩეროთ! რის მიხედვით იხელმძღვანელოთ და შიში გიპყრობთ, მაშინ როცა ახალი თავგადასავლებისთვის სიხარულით უნდა ემზადებოდეთ!
მთავარია, პანიკას ნუ მიეცემით. ჩვენ ბევრი ვიკვლიეთ განსხვავებები სხვადასხვა ეტლებსა და სავარძლებს შორის, მოვუსმინეთ ექსპერტებს და მზად ვართ, თქვენც გაგიზიაროთ ზოგადი რეკომენდაციები.
მოდით, გავიცნოთ ბაბავშვო ეტლი- ვისთვის არის, რას აკეთებს და როგორ მუშაობს.
ის განკუთვნილია ახალშობილებისთვის და არ არის შესაფერისი უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ისინი, ისეთივე მოქნილები არ არიან, როგორც სხვა სამგზავრო სისტემები, რომლებიც ადაპტირდებიან ბავშვის ასაკისა და განვიტარების ეტაპების შესაბამისად.
საბავშვო ეტლი შექმნილია იმისთვის, რომ ბავშვი მთლიანად იწვეს. მოგეხსენებათ, ახალშობილის ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია წოლა. ახალდაბადებული ბავშვებისთვის, რომელთაც დამოუკიდებლად ჯდომა ან თავის დაჭერა არ შეუძლიათ, ოდნავი დატვირთვაც კი, შესაძლოა, სახიფათო აღმოჩნდეს. პირველ რიგში, ჩვილის არასწორმა პოზიციონირებამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მის სუნთქვაზე. ამიტომ არის, რომ ბავშვი მოსვენებული უნდა გვყავდეს მწოლიარე მდგომარეობაში. სავაბშვო ეტლების მექანიზმი არის ძალიან მყარი და მძიმე. ამიტომაცაა, რომ ზოგ შემთხვევაში, მისი გამოყენება მანამდეა მიზანშეწონილი, ვიდრე ბავშვის წონა არ მიაღწევს 16კგ-ს. ბავშვისთვის ეტლის შერჩევისას, გასათვალისწინებელია, როგორ გზებზე გადასაადგილებლად უნდა გამოიყენოთ შემდგომში.
ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რომ სასეირნო ეტლი არ იყოს დიდი გაბარიტების, მისი მოხმარება თქვენვის დისკომფორტს არ წარმოადგენდეს. გარდა ამისა, დიდი ზომის სავარძლები, დაკეცილ მდგომარეობაშიც დიდ ადგილს დაიკავებენ თქვენს სახლებსა თუ სადარბაზოებში. თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ალბათობაც დიდია, შესაძლოა, გაგიჭირდეთ დიდი ზომის ეტლის ბორტზე განთავსება.
როდესაც, ახალბედა მშობელი ხარ და პირველად გიწევს ბავშვის გასეირნება, თუ მსგავს გარემოებებს გადააწყდებით, ეს თქვენს ნერვულ სისტემაზეც აისახება. დაძაბულობა არც თქვენი პატარასთვის იქნება შეუმჩნეველი, ისინი ხომ სულ თვალებში უყურებენ მშობლებს.
მოცემული რეკომენდაციები კი დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ გაუთავალისწინებელი შემთხვევები და კონცეტრირდეთ უფრო მნიშვნელოვანზე, დაეხმაროთ თქვენს ბავშვს სამყაროს შეცნობაში.
პოპულარული მოდელები