აეროგრილის გამოყენების ინსტრუქცია
აეროგრილის შეძენის მიზანს, რა თქმა უნდა, გემრიელი კერძების მარტივად და სწრაფად მომზადება წარმოადგენს.
ალბათ, აუცილებლად დადგება ის მომენტი, როდესაც შეიძენთ ხელსაწყოს, მიიტანთ აეროგრილს სახლში, მაგრამ პროდუქტის ისე მომზადება, როგორც წარმოგედგინათ ვერ გამოგივათ.
სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ხშირად პირველი წარუმატებელი ცდის შემდეგ დიასახლისები აეროგრილს თაროზე შემოდებენ და წყვეტენ პროდუქტების განმეორებით მომზადებას.
სინამდვილეში იგი აეროგრილი იდეალური მოწყობილობაა თითოეული ადამიანის სამზარეულოსათვის - როგორც დამწყები, ისე გამოცდილი კულინარისთვის, ვინაიდან იგი მნიშვნელოვნად ამსუბუქებს შრომას.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის. მისი გამოყენება მიჩნეულია, როგორც პროდუქტების მომზადების ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღ, ბუნებრივ და სასარგებლო საშუალებად.
გამოყენების ზოგადი პირობები
მისი გამოყენება ძალიან მარტივია, უბრალოდ საჭიროა გავითვალისწინოთ შესაბამისი ინსტრუქცია.
შეაერთეთ აეროგრილი დენის წყაროში. კონტეინერში ჩაალაგეთ თქვენთვის არსებული ყველა საჭირო ინგრედიენტი და მჭიდროდ დაახურეთ სახურავი. ჩაშენებულ პანელზე დააყენეთ აუცილებელი პარამეტრები, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ მცირეა.
ესენია: სიჩქარე, დრო და ტემპერატურა. როდესაც ტემპერატურა მიაღწევს მითითებულ მაჩვენებელს, ამ დროს ირთვება ვენტილატორი, რომელიც იწყებს ცხელი ჰაერის მოძრაობას ღუმელში.
მომზადების პროცესის დასრულებას იგი თავად გვანიშნებს ხმოვანი ბგერებით, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს არ გამორთოთ იგი დენის წყაროდან, სანამ იგი არ შეწყვეტს ვინტილაციას.
ამის შემდეგ კერძი არის მოხარშული, ახლა დროა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გავრეცხოთ და გავასუფთავოთ კონტეინერი, სადაც მომზადდა კერძი.
პირველ რიგში ვასხამთ სარეცხ საშუალებას და კონტეინერს ვავსებთ ძალიან ცხელი წყლით (გააჩერეთ ნახევარი საათი). შემდეგ დააფარეთ სახურავი და ჩართეთ იგი 250 გრადუს ტემპერატურაზე 10 წუთის განმავლობაში.
ამ მოწყობილობის ერთ-ერთი მახასიათებელი სწორედ მისი გამჭვირვალე კედლებია. მზარეულს შეუძლია მუდმივად დააკვირდეს, თუ რა ეტაპზეა ახლა მომზადების პროცესი.
თუმცაღა, გასათვალისწინებელია, რომ მოდელის მიუხედავად აუცილებელია დაიცვათ აღჭურვილობასა და პროდუქტებს შორის არსებული ზოგადი წესები, რათა სწორად და გემრიელად მომზადდეს საკვები.
რამდენად სწრაფად ამზადებს აეროგრილი?
აეროგრილი იმდენად სწრაფად ამზადებს პროდუქტს, რამდენად სწრაფადაც არის შესაძლებელი პროდუქტის მომზადება ბუნებრივი სითბური დამუშავებით.
რატომ არის აეროგრილში მომზადებული პროდუქტი სასარგებლო?
აეროგრილში პროდუქტის მომზადება მხოლოდ ცხელი ჰაერის ნაკადიდ ხდება, რომელიც ცირკულირდება მოსამზადებელი კერძის ირგვლივ. სწორედ ამის გამო, პროდუქტები მზადდება ისეთი ფერმოგამტარი საშუალებების გარეშე, როგორიცაა ზეთი, ღორის ცხიმი და სხვა, რის გამოც აეროგრილში მომზადებისას ნარჩუნდება სასარგებლო მიკროელემენტები და არ წარმოიქმნება მავნე კანცეროგენები.
რამდენად სანდო და გამძლეა აეროგრილი?
იმ შემთხვევაში, თუ წესები, რომლებზეც ზემოთ დეტალურად ვისაუბრეთ, ზუსტად და ზედმიწევნით იქნება დაცული, აეროგრილი გათვლილია არანაკლებ 10 წლის ყოველდღიურ მუშაობაზე, მათ შორის მაგალითად ფრანკოს უმაღლესი ხარისხის აეროგრილები.
დანარჩენი ინფორმაცია აეროგრილის გამოყენების შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები