აეროგრილი ფრანკო
აეროგრილი ფრანკო - უმაღლესი ხარისხის გერმანული მოდელები. ონლაინ საბანკო განვადება, 1 წლიანი გარანტია და უფასო ადგილზე მიტანის სერვისი.
აეროგრილი ფრანკო - ამ კატეგორიის მოწყობილობების ერთ-ერთი ნათელი წევრია
აეროგრილი, აერო გრილი ან ელექტრო გრილი, როგორც არ უნდა უწოდოთ - ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია.
ეს არის მოწყობილობა რომელიც ამზადებს, აცხობს, გრილზე ან ისე წვავს თქვენს საყვარელ საკვებს მის გარშემო ცხელი აირის ცირკულაციით.
რადგან საკვების მომზადება აირით ხდება და არა ზეთით, პროდუქტი ბევრად უფრო დაბალკალორიულია და ჯანსაღია.
შესაბამისად, აერო გრილის არსებობა ოჯახში ჯანსაღი ცხოვრების, და სიგამხდრის ერთ-ერთი წინაპირობაა.
ცალკე საკითხია ის რომ უშუალოდ ელექტრო გრილში ცირკულირებს ცხელი აირი საკვების გარშემო დიდი სიჩქარით, რის გამოც კერძის ზედაპირი ძირითადად კნატუნა გამოდის, და თან კიდევ ერთხელ - ეს ყველაფერი მიიღწევა არაჯანსაღი დანამატების გარეშე.
სხვათა შორის არსებობს უშუალოდ აეროგრილისთვის გათვლილი რეცეპტებიც, რომლებიც ინტერნეტში შეგიძლიათ მარტივად მოძებნოთ. ოღონდ გაითვალისწინეთ ინგლისურად aerogrili ან aerogrilebis ნაცვლად Air Fryer უნდა მონახოთ.
რაც შეეხება ფრანკოს - ეს არის ცნობილი გერმანული ბრენდი, რომელიც სპეციალიზდება სამზარეულო ელექტრონიკის წარმოებაში.
გამოირჩევა ხარისხით, ისევე როგორც ყველაფერი გერმანული. კომპანია დარწმუნებლია საკუთარი პროდუქტის ხარისხით და 1 წლიან გარანტიას გვთავაზობენ, ფაქტიურად ყოველგვარი დაზიანების გათვალისწინებით.
აერო გრილი თვითონ რთული კონსტრუქცია არ არის, თუმცა არის რამდენიმე საკითხი რის გათვალისწინებასაც გირჩევთ აეროგრილი ფრანკოს ყიდვამდე:
- სიმძლავრე
- მოცულობა
- უსაფრთხოება
სიმძლავრის კუთხით არჩევანი ძირითადად 800-დან 1500 ვატამდე მერყეობს, და რა თქმა უნდა. რაც უფრო ძლიერია აეროგრილი, მით უფრო ნაკლები დრო დასჭირდება მას კერძის მოსამზადებლად. ასევე რეკომენდებულია გათვალისწინება - თქვენი სამზარეულოს შტეფსელები რამდენად არიან გათვლილი 1500 ვატიანი მოწყობილობის სამუშაოდ.
მოცულობაც ანალოგიურად გემოვნების საკითხია - რამდენად დიდი ზომის და რამდენად ბევრი კერძის მომზადება გსურთ ერთდროულად? და ეს რა თქმა უნდა ისევ და ისევ სიმძლავრესთანაც არის კავშირში. დიდი ზომის მაგრამ სუსტი ელექტრო გრილი ნამდვილად არ არის ოპტიმალური ვარიანტი.
უსაფრთხოების კომპონენტში აეროგრილი ბევრ რისკებს არ ატარებს. აქ უბრალოდ გასათვალისწინებელია ის რომ უშუალოდ გრილის შიგნით მაღალი ტემპერატურა ცირკულირებს და მასთან შეხებაში მყოფ ნებისმიერ პროდუქტს ახურებს.
შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ გრილთან მუშაობისას რასთანაც შეხება გიწევთ, მაქსიმალურად ტემპერატურული ზემოქმედებისგან იყოს დაცული რომ ხელი არ დაგეწვეთ.
უშუალოდ ბრენდების კუთხით, აეროგრილი ფრანკო, აეროგრილი არშია და აეროგრილი Bosch თუ Eurolux ერთ ხარისხობრივ სეგმენტში გადიან.
გაამდიდრეთ თქვენი სამზარეულო ისურვეს დახმარებით, მიიღეთ ფასდაკლებები ან გამოიყენეთ ჩვენი განვადებები, საკურიერო სერვისი კი ისურვეზე, მთელი საქართველოს მაშტაბით უფასოა.