6 მიზეზი თუ რატომ უნდა შევარჩიოთ ხელოვნური ნაძვის ხე

დრო რომ ძალიან სწრაფად გადის, ამის შესახებ, ალბათ, ყოველდღიურად გვესმის, შესაძლოა, ამ ფრაზას ჩვენც ხშირად ვიმეორებთ. ზაფხულიც მიიწურა, ახალ წლამდე კი სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება.

ახალ წელს აუცილებლად შესაბამისი განწყობა სჭირდება, რასაც გარეთ თოვლი და სახლში ნაძვის ხე ქმნის.

თოვლის მოსვლა მთლიანად, ბუნებაზეა დამოკიდებული. აი, თქვენი სახლისთვის იდეალური ნაძვის ხის შერჩევაში კი, გადავწყვიტეთ, ჩვენ დაგეხმაროთ.

წლებია, მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, ბუნებრივ ნაძვის ხეებს, ხელოვნურს ამჯობინებენ. ამას არაერთი მიზეზი გააჩნია. ამ ბლოგპოსტში კი ჩვენი აზრით, 6 ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზს წარმოგიდგენთ თუ რატომ უნდა შეარჩიოთ საახალწლოდ ხელოვნური ნაძვის ხე.

ხელოვნური ნაძვის ხე

1. უფრო მოსახერხებელია - ხელოვნური ნაძვის ხეები, როგორც წესი, კომპაქტურ მუყაოს ყუთშია მოთავსებული, რომელიც მარტივად ეტევა ავტომობილთა უმრავლესობაში და შეგიძლიათ, ის ასეთ მდგომარეობაში სახლის კარამდე მიიტანოთ. ის სპეციალურ სადგამზე დგას, რაც მინიმუმამდე ამცირებს მისი გადახრის შანსს.

უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, შეგიძლიათ აირჩიოთ განათებიანი ხე, რომ მისმა მონტაჟმა ბევრი დრო არ წაგართვათ, თანაც ხელოვნური ნაძვის ხეების დიდ ნაწილს, განათება უკვე აქვს, მაშინაც კი თუ განვადებით ყიდულობთ.

ასე რომ, საახალწლო განათების მონტაჟის ყველაზე დამღლელი და შრომატევადი ნაწილი შეგიძლიათ გამოტოვოთ და პირდაპირ ხის მორთვის ყველაზე სახალისო მონაკვეთზე გადახვიდეთ.

2. უკეთესი ფასი - შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ ხელოვნური ნაძვის ხე ნამდვილზე ძვირი გიჯდებათ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხოლოდ 1 სეზონის განმავლობაში გამოიყენებთ.

ხელოვნური ნაძვის ხე 10 წელიწადზე მეტხანს ძლებს, როდესაც ბუნებრივი, ხშირად, რამდენიმე კვირაში უკვე გადასაგდებია ხოლმე. როდესაც მასში გადახდილ თანხას გასავლელ წლებზე გაყოფთ, მიხვდებით, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ფაქტობრივად ხე უფასოდ გექნებათ.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ხელოვნურ ნაძვის ხეებს, ხშირად საკუთარი სადგამი და განათებაც მოჰყვება, შეგიძლიათ, წლების განმავლობაში არგასაწევ ხარჯებს ესეც დაუმატოთ.

3. თქვენი გემოვნების შესაბამისი - ცოცხალი ნაძვის ხეების ზომა, ფორმა და ფერი ლიმიტირებულია, ხოლო ხელოვნურის შემთხვევაში შეგიძლიათ შეარჩიოთ, იმ ფერის, ფორმის, ზომისა და სტილის, რაც თქვენს გემოვნებას შეესაბამება.

მეტიც, ხშირად ხელოვნურ ხეებს შესაბამისი აქსესუარებიც მოჰყვება, მაგალითად: გირლანდები, ან გვირგვინები, რასაც შეგიძლიათ მთელი სახლის დიზაინი შეუსაბამოთ.

4. ნაკლები დახარჯული ენერგია - ცოცხალი ხისგან განსხვავებით, ხელოვნურს მორწყვა არ სჭირდება. ასევე, მას წიწვები არ სცვივა და იატაკის გასასუფთავებლად დროის ხარჯვა არ მოგიწევთ.

5. უსაფრთხო - ბუნებრივ ნაძვის ხეებს ხშირად აქვს გამოშრობის პრობლემა, საახალწლო განათება სითბოს გამოჰყოფს, რაც ცეცხლის გაჩენის რისკს ზრდის. ხელოვნური ხეები ცეცხლის შემაკავებელი მასალით არის დამზადებული, რაც დაგვეთანხმებით, ბევრად უსაფრთხოა.

პლუს ამას, როდესაც ცოცხალ ხეებს ტოტები სცვივა, ამან შესაძლოა, მასზე ჩამოკიდებული ორნამენტები ჩამოყაროს და დააზიანოს. ხელოვნური ხეები, კი საკუთარ ფორმას წლების განმავლობაში ინარჩუნებს და თქვენ შეგიძლიათ მშვიდად დაისვენოთ, რადგან სათამაშოებს საფრთხე არ ემუქრება.

6. ჰიპოალერგიული - თუ ოჯახის წევრებს ან სტუმრებს (რაც ახალი წლის პერიოდის განუყოფელი ნაწილია) რაიმე სახის ალერგია გააჩნიათ, არჩევანი აუცილებლად ხელოვნურ საახალწლო ნაძვის ხეებზე უნდა გააკეთოთ, ის ბუნებრივისგან განსხვავებით მტვერს და ობს ნაკლებად ავრცელებს.

იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემა ხელოვნურ ხეს არ შეექმნას, არასაახალწლო პერიოდში ისეთ ადგილას უნდა შეინახოთ, სადაც მტვერთან და ობთან შეხება არ ექნება.

თუ, ბუნების დაცვის მოტივი, ამ შემთხვევაში, თქვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმედი გვაქვს, ჩვენი ჩამოთვლილი მიზეზებიდან რომელიმე, არჩევანს ხელოვნურ ნაძვის ხეზე გაგაკეთებინებთ. დრო კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისე სწრაფად გადის, რომ ახალი წელიც მალე მოვა.

საინტერესო პოსტი: ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხე

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას

პოპულარული მოდელები