55 ინჩიანი იაფიანი ტელევიზორები

დიდი დიაგონალების ტელევიზორები ნელ-ნელა სულ უფრო პოპულარული ხდება, რასაც მომხმარებელთა მხრიდან გაზრდილი მოთხოვნაც  მოწმობს.

დღევანდელ ბლოგში გვინდა წარმოგიდგინოთ  55 ინჩიანი იაფიანი ტელევიზორების რეიტინგი, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციური შესაძლებლობებით გამოირჩევიან და მათი შეძენა შესაძლებელია ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც.

Harper 55U750TS

ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის ტელევიზორი, შესანიშნავი  55 დიუმიანი დიაგონალით და Ultra HD 4K რეზოლუციით. მისი ელეგანტური დიზაინი გულგრილს არავის დატოვებს, რადგან მოდელი მარტივად თავსდება ნებისმიერ ინტერიერში. ტელევიზორს აქვს კარგი აკუსტიკური შესაძლებლობა და მკაფიო სტერეო ჟღერადობა.

Harper აღჭურვილია რამდენიმე ტიუნერით, როგორც ანალოგური, ისე სატელიტური ციფრული სატელევიზიო მაუწყებლობის მისაღებად. გარდა ამისა, ტელევიზორს აქვს Wi-Fi ადაპტერი, ხოლო პანელი მუშაობს Android TV-ის ბაზაზე. დამატებითი პროგრამების ინსტალაციით შესაძლებელია მულტიმედიური ფუნქციების გაფართოება.

ტელევიზორები განვადებით Harper 55U750TS

დადებითი:

  • სასიამოვნო, დახვეწილი დიზაინი;
  • ეკრანი არ ციმციმებს;
  • შესაძლებელია სატელევიზიო პროგრამების ავტომატური ჩაწერა;
  • ასეთი ფუნქციური შესაძლებლობებისთვის და ნაკრებისთვის, ტელევიზორის ღირებულება ნამდვილად დაბალია.

მოდელის ადვილად დამონტაჟებისთვის, ნაკრებში შედის სადგამი, მაგრამ კედელზე განთავსებისთვის, ტელევიზორის ჩამოსაკიდი ცალკე უნდა შეიძინოთ.

Telefunken TF LED55S60T2SU

ტელევიზორის კორპუსი დამზადებულია იაფიანი პლასტმასისგან და თავად დიზაინი არ არის  ისეთივე ორიგინალური, როგორც ზედა მოდელის. მოთამაშეებისთვის ეს მოდელი იდეალური ვარიანტია, რადგან სიჩქარე, სურათი და კონსოლების დასაკავშირებელი ყველა კონექტორი  გათვალისწინებულია.

ტელევიზორები Telefunken TF LED55S60T2SU

დადებითი:

  • ხარისხიანი მაღალკონტრასტული სურათები;
  • ფართო მასშტაბი;
  • მუშაობს Android ოპერაციულ სისტემაზე;
  • სტაბილური კავშირი Wi-Fi- ს საშუალებით.

ფასიდან გამომდინარე, ეს ტელევიზორები  უბრალოდ შესანიშნავია, რომელიც ყველა სიკეთესთან ერთად, რამდენი  წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ. მოდელი გამოირჩევა საკაბელო პორტების მოსახერხებელი მდებარეობით, მაგრამ თუ ტექნიკა კედელზეა ჩამოკიდებული, შეიძლება წარმოიშვას კავშირის პრობლემები.

Prestigio 55 Grace 2

ტელევიზორს აქვს 4K UHD ეკრანი 3840x2160 რეზოლუციით. ეკრანის თხელი ჩარჩოების გამო, მოდელი ძვირადღირებული ტელევიზორების შთაბეჭდილებას ნამდვილად ტოვებს. ნაკრებში შედის საიმედო და კომპაქტური  სადგამიც.

მოწყობილობა მხარს უჭერს 6 ყველაზე პოპულარულ ფორმატს, მათ შორის DivX-სა და MKV-ს, ხოლო დისტანციური მართვა მარტივი და მოსახერხებელია, რადგან პულტი სწრაფად რეაგირებს კლავიშების დარტყმაზე.

ტელევიზორები იაფად

დადებითი:

  • Smart TV ფუნქცია;
  • Wi-Fi-ს ძლიერი  მიმღები;
  • გამოსახულების შესანიშნავი დეტალი;
  • სუფთა ხმა;
  • რეზინის სადგამი.

შესანიშნავი მოდელია  მათთვის, ვინც დიდ დროს ატარებს ეკრანის წინ. ლურჯი ფერის ინტენსივობის შემცირებით, ტელევიზორის ხშირი ყურებისგან თვალები არ იღლება. სიკაშკაშე რეგულირდება ფართო დიაპაზონში.

Kivi 55UR50GR

სმარტ ტელევიზორის კორპუსი დამზადებულია ნაცრისფერი პლასტმასისგან. Android OS მომხმარებლებისთვის კარგად ნაცნობია. ეკრანის გარჩევადობაა 3840x2160 სტანდარტული თანაფარდობით 16: 9.

ტელევიზორი Smart TV ფუნქციითა და მძლავრი ინტერნეტ მიმღებით კომფორტულია  სატელევიზიო პროგრამებისა და ფილმების ყურებისთვის.

დადებითი:

  • მაუსის და კლავიატურის დაკავშირების შესაძლებლობა;
  • ტევადი RAM;
  • სმარტფონის საშუალებით მართვის შესაძლებლობა;
  • ხედვის ფართო არეალი.

სურვილის შემთხვევაში, ტელევიზორის კედელზე ჩამოკიდება შესაძლებელია VESA 400x200 სამაგრის გამოყენებით, რომელიც არ შედის ნაკრებში და ცალკე უნდა შეიძინოთ.  

ხოლო როგორ შევარჩიოთ კარგი ტელევიზორი, ამ კითხვაზე პასუხს ჩვენს წინა ბლოგში ნახავთ.

პოპულარული მოდელები

ასევე დაგაინტერესებთ:

თანამედროვე თმის სახვევების მიმოხილვა
თანამედროვე თმის სახვევების მიმოხილვა
რადგან ხვეული, ტალღოვანი თმები ყველას არ აქვს, ზოგიერთს სურს რადიკალურად შეცვალოს საკუთარი ვარცხნ...
კითხვის გაგრძელება
საუკეთესო თმის გასასწორებელი უთოების მიმოხილვა
საუკეთესო თმის გასასწორებელი უთოების მიმოხილვა
ყველა ქალს უნდა ჰქონდეს თმის უთო, რადგან მასთან ერთად შეგიძლიათ არა მხოლოდ თმის გასწორება, არამედ...
კითხვის გაგრძელება
მაღალი სიმძლავრის თმის ფენების მიმოხილვა
მაღალი სიმძლავრის თმის ფენების მიმოხილვა
ადამიანები, რომლებიც სახლის პირობებში იკეთებენ თმის ვარცხნილობას, უნდა გაეცნონ თმის ფენების რეიტი...
კითხვის გაგრძელება