როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ტელევიზორები
თუკი ტელევიზორის ყიდვა გსურთ, ახლა ზუსტად შესაფერისი დროა, რადგან ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზე წინასაახალწლოდ უამრავი საოჯახო ტექნიკა ფასდაკლებით გვაქვს წარმოდგენილი.
დღევანდელ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ LCD და OLED ტელევიზორების მახასიათებლები და ფუნქციური შესაძლებლობები.
პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რო ტელევიზორების შერჩევისას შეგხვდებათ სხვადასხვა ისეთი ტერმინები, როგორიცაა: LED, LCD, HDR, OLED და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ უგულებელყოთ ეს ყველაფერი და ყურადღება გაამახვილოთ ოთხ მთავარ თვისებაზე: სინათლეზე, კონტრასტზე, სიკაშკაშესა და რეალიზმზე. ტექნოლოგია იცვლება, მაგრამ ადამიანის თვალები იგივე რჩება.
საუკეთესო LCD ტელევიზორი
Samsung Q90R 4K UHD smart TV
მოდელი Samsung smart TV-ი ხაზის ერთ- ერთი საუკეთესო 4K ტელევიზორია, თუ არ ჩავთვლით 8K UHD Q900-ის მოდელს. მაგრამ ზომებს თუ გავითვალისწინებთ, ეს უკანასკნელი ბევრად უფრო ძვირია.
Samsung-ი LCD ტელევიზორების სეგმენტში კვლავ წამყვან ბრენდად რჩება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც. Q90R მოდელი გთავაზობთ ნათელ, მკაფიო სურათებსა და ფერების ზუსტ რეპროდუქციას.
საუკეთესო OLED ტელევიზორები
Sony Bravia XBR65A1E
Sony გამოსახულების დამუშავების წყალობით ერთ-ერთი საუკეთესო OLED ტელევიზორებია.
ამ Sony ტელევიზორის პანელის მწარმოებელი LG-ია, მაგრამ დანარჩენი ტექნოლოგია, რომლითაც ხდება ტექნიკის საბოლოო სრულყოფა, აბსოლუტურად ყველაფერი ეკუთვნის იაპონურ კომპანიას, მათ შორის გამოსახულების პროცესორიც. თუ თქვენ ეძებთ შესანიშნავ ტელევიზორს, რომელსაც არ სჭირდება მაღალი ხარისხის ხმოვანი პანელი, მაშინ თქვენთვის ეს მოდელი საუკეთესო არჩევანია.
LG OLED 65E9PUA 4K UHD ტელევიზორი
აღნიშნული მოდელი წელს ნამდვილად მოხვდა საუკეთესო 4K ტელევიზორების რეიტინგში, რომელსაც ოდნავ გაზრდილი სიკაშკაშე და გამოსახულების გაუმჯობესებული მაჩვენებელი აქვს.
ტექნიკა მხარს უჭერს ყველა HDR სტანდარტს, გარდა HDR10 + -სა და უზრუნველყოფს შესანიშნავი სურათის ხარისხს. LG ასევე გთავაზობთ Magic Remote-ს და webOS-ს რამდენიმე გაუმჯობესებით. როგორც ყოველთვის, OLED პანელს აქვს ღრმა შავი ფერები, რომლებიც LCD ტელევიზორებში არ გვხვდება. მოკლედ, ძნელია LG 2018 OLED-ზე უკეთესი ტელევიზორების პოვნა.
Hisense R8F 4K UHD Roku TV (65 დიუმიანი)
Hisense ტელევიზორი ქმნის კარგ გამოსახულებას და აქვს შესანიშნავი ოპერაციული სისტემა. თუკი მანამდე 55 ინჩიან Hisense H8F- ს გირჩევდით, ახლა თამამად შეგვიძლია გირჩიოთ Hisense R8F მოდელი, რომელიც კიდევ უფრო უკეთესია. გამოსახულების ჩვენების თვალსაზრისით, კონკურენტებთან შედარებით, იგი უფრო ძვირი ღირს.
LG 88ZN 88 დიუმიანი 8K OLED
ეს უზარმაზარი OLED ტელევიზორი გთავაზობთ 4K რეზოლუციას. გარდა ამისა, პირველი სამომხმარებლო მოწყობილობაა სრული HDMI 2.1 კავშირით. გამოსახულების ჩვენების ხარისხი ამ მოდელში ყველაზე მაღალ დონეზეა წარმოდგენილი.
თუ ასეთი ტელევიზორის ყიდვის საშუალება გაქვთ, ჩათვალეთ, რომ ნამდვილად მიიღებთ შეუდარებელ სიამოვნებას. LG ტელევიზორი კედლისთვის ძალიან დიდია, ამიტომ იგი დამონტაჟებულია სტენდზე. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ტელევიზორი, რომელიც თამამად შეგვიძლია გირჩიოთ.
პოპულარული მოდელები