5 რჩევა თუ როგორ ავირჩიოთ თმის უთო
დამეთანხმებით, რომ ქალის გარეგნობის დიდ წილს მისი თმა და ვარცხნილობა განსაზღვრავს, როდესაც თმა წესრიგშია, ქალი მეტად თავდაჯერებულია.
სილამაზის სალონში ვუყურებთ თუ როგორ ოსტატურად იყენებს ფენს ჩვენი სტილისტი და გვგონია, რომ საქმე, უბრალოდ პროფესიონალური ფენის ყიდვაშია და ჩვენითაც შევძლებთ იგივე ვარცხნილობის გაკეთებას სახლში.
თუმცა რეალურად, არაფერი გამოგვდის და ჩვენს თმებს არაფერი ეტყობა პროფესიონალური მოვლის. დაივიწყეთ ფენი!
მოდით ავირჩიოთ თმის უთო. მე მოგცემთ 5 რჩევას , იდეალური არჩევანისთვის.
- ავირჩიოთ სწორი ფორმა
თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ თმის უთოზე რკინის ფორმას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ეს ასე არაა. თუ რკინის ფირფიტების კიდეები ოდნავ მომრგვალებულია, კარგია თმის ტალღების გასაკეთებლად.
მკვეთრი კიდეებით რკინამ შეიძლება თქვენი თმა გააუხეშოს. ჩვენ სპეციალური საშუალებებით ვიხვევთ და ვისწორებთ თმას რეგულარულად. ამ შემთხვევაში თმის უთოთი. ყიდვამდე სწორედ ამიტომ ღირს, ცოტა დროის დახარჯვა თქვენთვის შესაფერისი თქმის უთოს ასარჩევად.
თმის უთო გაძლევთ საშუალებას სხვადასხვა სტილის ვარცხნილობა გაიკეთოთ, იქნება ეს ტალღოვანი, სწორი თუ მოცულობითი. თუ ყიდვამდე სწორად შეარჩევთ თმის უთოს, თქვენ თავიდან აიცილებთ, განმეორებით შეძენას.
სწორად შერჩეული მოწყობილობა მოგცემთ შესაძლებლობას სწარაფად, დაზიანების და უსწორმასწორო ტექსტურის გარეშე მიიღოთ სასურველი შედეგი.
2. ყურადღება მივაქციოთ ფირფიტის სიგანეს
რაც უფრო ფართოა ფირფიტები, მით უფრო სწარფად შეძლებთ ვარცხნილობის გაკეთებას, მაგრამ თუ თქვენ მოგზაურობთ თმის უთოსთან ერთად, დაგჭირდებათ ოდნავ ვიწრო, რკინის ფირფიტებიანი უთო, რომ ადვილად ჩაეტიოს თქვენს ჩანთაში.
თუმცა ისაც გავითვალისწინოთ, რომ თხელი თმის მქონე ქალებისთვის ფართო ფირფიტებიანი არ არის რეკომენდირებული. რადგან ისინი უფრო მეტად ცხელდებიან, რაც თმის ღერძს აზიანებს.
3. გაითვალისწინეთ რა მასალისგან მზადდება ფირფიტა
თმის უთოს ფირფიტა მზადდება სხვადასხვა ლითონისაგან და ნივთიერებებისგან. არ არსებობს ზუსტი პასუხი თუ რომელი მასალაა თქვენი თმისთვის უკეთესი, ეს დამოკიდებულია თქვენი თმის ტიპსა და სტრუქტურაზე.
- ტიტანის უთოები - სწრაფად ცხელდება ვიდრე დანარჩენი უთოები, ეს მასალა შედარებით ძვირია თუ თქვენ ხვეული ან უხეში თმა არ გაქვთ არ გჭირდებათ.
- კერამიკული უთოები - კერამიკული უთოები ხელს უწყობს თმის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, თმის ცვენის დროსაც კი ნებადართულია მისი გამოყენება.ზოგიერთ კერამიკულ უთოს მხოლოდ ზედაპირი აქვს კერამიკით დაფარული. დროთა განმავლობაში კერამიკა ცვდება, რჩება რკინა, რომელიც სითბოს არათანაბრად ანაწილებს ან საერთოდ არ მუშაობს.
- ტურმალინის ფირფიტები - შესანიშნავია დაზიანებული თმისთვის, რახან უარყოფით იონებს გამოსცემს, ამიტომ თმა არ იმუხტება და ერთიან და გლუვ იერსახეს იღებს.
- აკონტროლეთ ტემპერატურა
მაღალი ტემპერატურა ნიშნავს სწრაფად, უფრო ეფექტურად გასწორებას, მაგრამ ყველა ტიპის თმას არ სჭირდება ცხელი უთო, თქვენი თმის დაზიანების შესამცირებლად არეგულირეთ ტემპერატურა, რათა მიიღოთ თქვენთვის სასურველი შედეგი.
დაბალფასიანი უთოები ზოგჯერ ათბობს არათანაბრად, რის შედეგადაც ხდება თქვენი თმის პოტენციური დამწვრობა.
პროფესიონალურ თმის უთოს აქვს სენსორები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რკინა საკმარისი ტემპერატურის იყოს თქვენი ვარცხნილობისა და თმის სტრუტქურის შესაბამისად ზედემტი გაცხელების გარეშე.
5. იცოდეთ განსხვავება ფასსა და ღირებულებებს შორის
მარტივია, რომ მაღაზიაში პირველივე შემხვედრი იაფასიანი თმის უთო - სავარცხელი შეიძინოთ, თუ ასე მოიქცევით რამოდენიმე თვეში ისევ იგივეს გაკეთება მოგიწევთ, მაგრამ თქვენი თმები დიდი ალბათობით უფრო არაჯანსაღი იქნება ვიდრე უთოს შეძენამდე.
იაფასიანი თმის უთოს პრობლემა ისაა, რომ ისინი სწრაფად ფუჭდება, მათ შეიძლება დააზიანონ თქვენი თმა, რადგან იაფასიანმა თმის გამასწორებლებმა შეიძლება არათანაბრად გამოიყენოს სიმხურვალე და თმა დაწვას.
ძვირადღირებული უთოები მეტ სარგებელს გთავაზობენ - ნახეთ პოსტი ამის შესახებ.
ამ შემთხვევაში თქვენ აღარ გჭირდებათ თანხის დახარჯვა თმის სამკურნალო საშუალებებზე , რათა გამოასწოროთ თმის უთოთი მიყენებული ზიანი.
** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას
პოპულარული მოდელები