5 ქურიანი გაზქურის პანელები დიდი ოჯახისთვის
საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე და ასევე ონლაინ მაღაზიებში მრავლად შეგვხვდება როგორც ჩასაშენებელი გაზქურები, ასევე - დამოუკიდებელი ტიპის, რომლის ღირებულებაც საკმაოდ ხელმისაწვდომია.
თუ გსურთ, გაზუქრების მრავალფეროვან მოდელებს გაეცნოთ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ჩვენი ონლაინ მაღაზიის საიტს, სადაც შესაძლებელია განვადების პირობებით სარგებლობა, ხოლო ნებისმიერ შერჩეულ პროდუქციას სრულიად უფასოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მოგაწვდით.
GEFEST CH 2340
შავი მინის GEFEST გაზქურის პანელი, რომელიც ნებისმიერ სამზარეულო ინტერიერს უთუოდ დაამშვენებს. მყარი გისოსები დამზადებულია მაღალხარისხიანი თუჯისგან, რომლებიც უძლებენ მძიმე და მოცულობით ქვაბებს.
ოთხ ქურას სტანდარტული გათბობის სისტემა აქვს, ხოლო ერთს - ორი რგოლის სტრუქტურა. რის წყალობითაც, მისი სახელწოდებაა „ორმაგი გვირგვინი“. ასეთ ქურას შეუძლია ორჯერ უფრო სწრაფად გაათბოს სამზარეულო ჭურჭელი.
ერთი ქურა მდებარეობს ზუსტად პანელის ცენტრში, დანარჩენი ორი კი მის მხარეს. მეხუთე ქურა ქვემოთ მდებარეობს - ცენტრალური ზონის მოპირდაპირედ.
გაზის კონტროლის ფუნქცია უზრუნველყოფს დამატებით დაცვას: როდესაც თხევადი აირი მოულოდნელად გაითიშება, გაზის მიწოდება ავტომატურად შეწყდება.
ავტომატური ელექტრო ანთება კი ხელს შეუწყობს ნებისმიერი ქურის სწრაფ ანთებას.
მახასიათებლები:
- ქურების რაოდენობა - 5;
- ანთების ტიპი - ავტომატური;
- კონტროლის ტიპი - მექანიკური, მბრუნავი გადამრთველებით;
- მართვის პანელის ადგილმდებარეობა - წინა მხარე.
დადებითი:
- მარტივი მართვა;
- დიდი რაოდენობით ქურების არსებობა.
მინუსები:
- მინა ძალიან ადვილად ბინძურდება.
Beko HIAW 75225 SX
გაზქურა Beko დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, ხოლო გისოსები - გამძლე თუჯის მასალისგან, რომელიც უძლებს მძიმე ჭურჭელს.
სამ ქურას სტანდარტული გათბობის სისტემა აქვს, დანარჩენი ორი ექსპრეს ქურაა (მაქსიმალურ ტემპერატურაზე სწრაფად თბება, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოამზადოთ საკვები).
ხუთი მბრუნავი გადამრთველები მდებარეობს ქვედა ნაწილში - უშუალოდ ქურები მოპირდაპირედ. გაზის კონტროლის ფუნქცია დაიცავს მომხმარებელს უბედური შემთხვევებისგან, ხოლო მუშაობის ტიპი ზუსტად ისეთივეა, როგორც ზედა მოდელის შემთხვევაში.
მახასიათებლები:
- ქურების რაოდენობა - 5;
- ანთების ტიპი - ავტომატური;
- კონტროლის ტიპი - მექანიკური, მბრუნავი გადამრთველებით;
- მართვის პანელის ადგილმდებარეობა - წინა მხარე.
დადებითი:
- მარტივი მართვა;
- სხვადასხვა ხარისხის გათბობის მქონე ქურების არსებობა;
- ადვილად იწმინდება ჭუჭყისაგან.
მინუსები:
- ძალიან მძიმე თუჯის გისოსები.
Bosch PPQ7A6B90
შავი ფერის Bosch გაზქურის პანელი, რომლის გისოსები ზედა ორი მოდელის ანალოგია.
ხუთი ქურიდან ორში მაღალია გათბობის სიჩქარე, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად გაათბოთ კერძები. ერთი ქურა ეკონომიურია, ხოლო დანარჩენი ორი სტანდარტულ სითბოს ინარჩუნებს.
გადამრთველები მდებარეობს პანელის ბოლოში - ცენტრალური ქურების მოპირდაპირედ, რომლებიც საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ ცხრა გათბობის რეჟიმიდან ერთი.
რაც შეეხება Bosch გაზქურის ტექნიკურ მახასიათებლებს, ზუსტად იგივე ფუნქციონირება გააჩნია, როგორც GEFEST ან Beko გაზქურებს.
დადებითი:
- მოსახერხებელი და ზუსტი მართვა რეჟიმების მიხედვით;
- გაზქურები ადვილად იწმინდება ჭუჭყისაგან;
- დიდი რაოდენობით ქურების არსებობა, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა დონის გათბობისთვის.
რა უნდა გავითვალისწინოთ გაზქურის ყიდვისას? ამ კითხვისათვის შევეცადეთ ჩვენს წინა ბლოგში გვეპასუხა, დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს.
პოპულარული მოდელები