3 რამ, რაც უნდა ვიცოდეთ ბალგარკის შესახებ

როგორც მრავალფუნქციური ხელსაწყო, ბალგარკა (კუთხსახეხი) გამოიყენება მეტალის დასახეხად, არმატურის დასაჭრელად, ფილების გასაპრიალებლად და ფასდაუდებელია ნებისმიერი სახელოსნოსთვის, ავტოფარეხისთვის ან თუნდაც სახლის ჰობისთვის.

თუმცა, ხელსაწყოს გამოყენებისას უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს გარკვეული რისკები, რადგან ის ბოლომდე უსაფრთხო არაა.

შესაბამისად, მათი მოდელების უმეტესობა უზრუნველყოფილია საუკეთესო დაცული სისტემით. მასზე სხვადასხვა დისკებისა და აქსესუარების მოთავსების საშუალება ხელსაწყოს საოცრად მრავალფუნქციურს ხდის.

რაიმე აქტივობისთვის ამ ხელსაწყოს არჩევისას, მომხმარებლები, ძირითადად, არჩევანს აკეთებენ დისკის ზომასა და მატორზე დაყრდნობით. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა განვიხილოთ სხვა ფაქტორებიც.

"ბალგარკა"

გასათვალისწინებელი ფაქტორები

მაგალითად, პნევმატური ან ელექტრული კვების წყარო, ბრუნვის სიხშირე (RPM) და არბორის ზომა. ამ ნიშნების გათვალისწინებით, ჩვენ ავარჩევთ ჩვენზე მორგებულ საუკეთესო “ბალგარკას“.

ბოლო პერიოდში ადამიანები დაინტერესებულნი არიან საკუთარ სახლებში (და  არამარტო), თავიანთი ხელით შექმნან ახალი ნივთები, გააკეთონ რემონტი, გადააკეთონ სხვადასხვა რამ, რასაც DIY ჰქვია (Do It Yourself).

DIY მუშაობისას კი ადამიანებს არაერთი კითხვა უჩნდებათ სხვადასხვა ხელსაწყოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აქტუალურია ბალგარკის შესახებ ის სამი შეკითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად სვამენ.

რომელია საუკეთესო ბალგარკა?

ვისაც ამ ხელსაწყოსთან უმუშავია, იცის, რომ ბალგარკა შეუცვლელი ინსტრუმენტია, როცა საქმე რაიმეს გაჭრას ან დაქუცმაცებას ეხება, რადგან მისი საშუალებით ყველაფერი უფრო სწრაფად და მარტივად ხერხდება.

ხოლო მან, ვინც საკმაოდ კარგად ერკვევა ხელსაწყოებში, იცის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ძალა, გამძლეობა და ხარისხი. სწორედ ამ სამ ფაქტორზე დაყრდნობით მსოფლიოში აღიარებულია The Makita 9557PBX1 Angle Grinder.

ის არის კომპაქტური, 7.5 amp მატორით. გამძლე ალუმინის ჩარჩო ეხმარება გაუძლოს უხეშ ქმედებებს. ამასთანავე, მას აქვს ალტერნატიული კვების წყარო, რომელიც საშუალებას გვაძლევს სწრაფად შევცვალოთ იგი ერთი გადართვის ღილაკით.

თუმცა, ბოლო დროს საქართველოში, ფასისა და გამძლეობის გათვალისწინებით ძალიან პოპულარულია Crown-ის ბარგალკები და ჩვენც სიამოვნებით წარმოგიდგენთ მათ ისურვეზე.

შეიძლება თუ არა ბალგარკის გამოყენება მეტალის გასაჭრელად?

ჩვენ უკვე გავეცანით ბალგარკის შესაძლებლობებს, შესაბამისად, რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ მეტალთან მუშაობის დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ბალგარკას უამრავი სახეობის დისკი შეიძლება მოვარგოთ.

უნდა გავითვალისწინოთ მეტალის სახეობა. უშუალოდ მის გასაჭრელად, დაგვჭირდება „გამჭრელი დისკი“, რომელიც დისკების ძალიან თხელი ვერსიაა. ის სპეციალურად შექმნილია სხვადასხვა სახის მეტალის გასაჭრელად.

როგორ გამოვიყენოთ ბალგარკა უსაფრთხოდ?

ბალგარკების გამოყენების დროს უსაფრთხოება უპირველესყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ. სერიოზულად უნდა მივიღოთ ის რისკები, რომლებიც მისი გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს.

განსაკუთრებით ყურადღება უნდა გაამახვილონ არაპროფესიონალებმა და მათ, ვინც პირველად იყენებს ამ ხელსაწყოს, სულერთია ბარგალკა დიდია თუ პატარა, მინიმუმ საჭიროა დავიცვათ ძირითადი წესები:

ყოველთვის გამოვიყენოთ სახის დამცავი და ხელთათმანები; დისკის შეცვლისას აუცილებლად გამოვრთოთ ხელსაწყო; ისე დავიჭიროთ ხელსაწყო, რომ ნამსხვრევები დაბლა გაიფანტოს; მუშაობისას, ყველა გააფრთხილეთ თავი შორს დაიჭირონ.

** ბლოგპოსტი განთავსებულია სატესტო რეჟიმში, ველით თქვენს გამოხმაურებას 

პოპულარული მოდელები

კუთხლივ სახეხი ხელსაწყო(ბალგარკა) INGCO AG75028
კუთხლივ სახეხი ხელსაწყო(ბალგარკა) INGCO AG75028
Regular price 109 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
კუთხლივ სახეხი მანქანა (ბალგარკა 125მმ) 900ვტ INGCO AG900285
კუთხლივ სახეხი მანქანა (ბალგარკა 125მმ) 900ვტ INGCO AG900285
Regular price 129.00 ლარი 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელ. კუთხსახეხი INGCO AG110038
ელ. კუთხსახეხი INGCO AG110038
Regular price 127 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
ელ. კუთხსახეხი (ბარგალკა) 750W INGCO AG75028
ელ. კუთხსახეხი (ბარგალკა) 750W INGCO AG75028
Regular price 109 ლარი / თვეში 6 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი