2020 წლის საუკეთესო ტექნიკური ფენები
სარემონტო სამუშაოების დროს, როდესაც ძველი საღებავების მოცილება ხდება საჭირო, ტექნიკური ფენის გამოყენება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. საღებავების გარდა, მოწყობილობა გამოიყენება სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად, მათ შორის წყლის მილების გასალღობად, მანქანის საღებავის მოსაშორებლად, პოლიეთილენის მილების შესადუღებლად და ა. შ.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ რამდენიმე მოდელის Hitachi, Metabo, DeWALT ტექნიკურ ფენს, რომელთა ფასდაკლებით ყიდვა შესაძლებელია ჩვენი ინტერნეტ მაღაზიის საიტზეც.
Hitachi RH650V
Hitachi ტექნიკური ფენი პროფესიონალური კლასის საიმედო მოწყობილობაა, რომელიც განკუთვნილია მძიმე სამუშაოებისთვის. ფენის გამოყენება შესაძლებელია რამდენიმე პროგრამით. მათ შორის საღებავის მოსაშორებლად, გალღობისთვის, გაშრობისთვის, პლასტმასის შედუღებისთვის და რეზინის მილის ფორმირებისთვის.
ინსტრუმენტი აღჭურვილია LCD დისპლეით, რომელიც საშუალებას გაძლევთ ზუსტად აკონტროლოთ ტემპერატურის დონე, რაც აუმჯობესებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს. სპეციალური ციფრული სისტემა საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ სამუშაო ტემპერატურა ათი გრადუსით.
ერგონომიული ფორმის რეზინის სახელური უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტის. შედარებით დაბალი წონის გამო ოპერატორი არ საჭიროებს მნიშვნელოვან ფიზიკურ ძალისხმევას, ხოლო მოდელს აქვს მოსახერხებელი კორპუსი, რომელიც დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე - 2000 ვტ;
- გათბობის ტემპერატურა - 50-დან 600 ºС;
- პროდუქტიულობა - 250-500 ლ/წთ;
- დენის კაბელის სიგრძე 2 მ;
- წონა - 0.79 კგ.
Metabo H 16-500
Metabo ტექნიკური ფენი კომპაქტური და მსუბუქი წონის მოდელია, რომელიც იდეალურია შეზღუდულ ადგილებში მუშაობისთვის. ძლიერი ელექტრო გამათბობელი უზრუნველყოფს მაღალ პროდუქტიულობას და დაყენებულ ტემპერატურაზე სწრაფ გათბობას.
გამათბობელი დამზადებულია კერამიკისგან, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო და ხანგრძლივ მუშაობას. ორეტაპიანი ჩამრთველი დაგეხმარებათ შეცვალოთ ტემპერატურა და ჰაერის ნაკადის სიჩქარე, რაც საშუალებას გაძლევთ, დაგეგმილი სამუშაოდან გამომდინარე, შეარჩიოთ შესაბამისი ოპერაციული რეჟიმი.
ხელსაწყოს კორპუსი დამზადებულია მაღალი გამძლეობის პლასტმასისგან. დიზაინი კი ითვალისწინებს ფენის ვერტიკალური მონტაჟის შესაძლებლობას. სახელურს აქვს სპეციალური ბალიშები, რომლებიც ხელს უწყობენ ინსტრუმენტის კომფორტულ გამოყენებას.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე - 1600 ვტ;
- გათბობის ტემპერატურა - 300/500 С;
- პროდუქტიულობა - 240/450 ლ/წთ;
- დენის კაბელის სიგრძეა 2.2 მ;
- წონა - 0.60 კგ.
DeWALT D26414
ტექნიკური ფენი DeWALT პროფესიონალური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეასრულოთ ნებისმიერი სამუშაო. მოდელი აღჭურვილია დიდი ეკრანით, რომელიც აჩვენებს მიმდინარე სამუშაო ტემპერატურას.
სპეციალური ელექტრო სისტემა პასუხისმგებელია ტემპერატურის კონტროლზე, რომელიც ხასიათდება მაღალი სიზუსტით. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს ოპტიმალური სამუშაო რეჟიმი, რომელიც დამოკიდებულია შესრულებული სამუშაოს მახასიათებლებზე.
მოდელის უპირატესობებში შედის მაღალხარისხიანი გაგრილების სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ინსტრუმენტთან შეფერხების გარეშე იმუშაოთ. დიზაინი ითვალისწინებს სტაციონარული გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო მოდელი წარმოდგენილია მუყაოს ქეისში, რომელსაც კონუსური და ვიწრო საქშენებიც მოყვება.
მახასიათებლები:
- სიმძლავრე - 2000 ვტ;
- გათბობის ტემპერატურა - 50-650 С;
- პროდუქტიულობა - 650 ლ/წთ;
- დენის კაბელის სიგრძე - 2.5 მ;
- წონა - 0.85 კგ.
პოპულარული მოდელები