2020 წლის საუკეთესო სმარტფონები ფასისა და ხარისხის მიხედვით

2020 წლის საუკეთესო სმარტფონები გამორჩეულია მაღალხარისხიანი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღებით, ასევე უზრუნველყოფილია შესრულების გაუმჯობესებული ხარისხითა და ავტონომიით.

მაგრამ როგორ უნდა შევარჩიოთ კარგი მობილური ტელეფონი? რომელ პარამეტრებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რომელს ვერ გაითვალისწინეთ? მსგავსი ტიპის კითხვები ყოველთვის იბადება მაშინ, როდესაც ვაპირებთ ახალი მობილურის ყიდვას.

სპეციალურად თქვენთვის, სპეციალისტებისა და მომხმარებელთა მიმოხილვების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ 2020  წლის საუკეთესო სმარტფონების  ჩამონათვალი. რეიტინგში შეგიძლიათ იპოვოთ ლამაზი დიზაინისა და მრავალფუნქციური ტელეფონები, რომლებიც ცხოვრებას  მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

2020 წლის 3 საუკეთესო სმარტფონი ფასის, ხარისხისა და საიმედოობის თვალსაზრისით

Apple iPhone 12 Pro 128 GB

Apple iPhone 12 Pro 128 GB მობილური ტელეფონის ეკრანი მართკუთხედია, ოდნავ მომრგვალებული კუთხით. ეკრანის ზომა, მრუდის გარდა, 6.06 ინჩია და რეალური ნახვის არე ოდნავ მცირეა.

აიფონის ამ მოდელს ასევე აქვს InterStep მინა, რომელიც მისთვის ერთგვარი დამცავი ბრონია. მინას აქვს 8H მაღალი სიმტკიცე, რის გამოც ეფექტურად იცავს ნაკაწრებისგან. შუშის საფარის სისქე მხოლოდ 0,03 მმ-ია და ის იმდენად თხელია, რომ სმარტფონზე არც იგრძნობა. სენსორები სწრაფად რეაგირებენ მომხმარებლის ბრძანებებზე.

მობილურები apple iphone 12 pro 128gb

პროდუქტს აქვს ოპტიკური მასშტაბირება და კამერის Pro სისტემა, რომლის წყალობითაც ფოტოს ხარისხი ღამითაც კი საუკეთესოა. გადაღება, მონტაჟი და ვიდეოს ყურება შესაძლებელია მაღალი ხარისხით - Dolby Vision სტანდარტში.

მოდელი აგებულია მძლავრი A14 Bionic პროცესორითა და MagSafe აქსესუარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ უკაბელო დატენვას.

მახასიათებლები:

  • დიაგონალი - 6.06 ინჩი;
  • რეზოლუცია - 2532x1170 პიქსელი;
  • შიდა მეხსიერება - 128 გბ.

დადებითი:

  • დახვეწილი დიზაინი;
  • მაღალხარისხიანი კამერა;
  • შესრულება.

მინუსები:

  • მაღალი ფასი;
  • აკუმულატორის მცირე მოცულობა.

Xiaomi Poco X3 NFC 6 / 128GB

ტელეფონი Xiaomi-ის უკანა მხარე დამზადებულია მაღალი ხარისხის პლასტმასისგან. აქვს ალუმინის ჩარჩო, ხოლო ეკრანი დაფარულია Gorilla Glass 5-ით. კამერის მოდული სხეულიდან 2.4 მმ-ით გამოდის.

დატენვისა და მონაცემთა გადასაცემად, მოწყობილობას აქვს USB პორტი. გარდა ამისა, სმარტფონს აქვს NFC მოდული და FM რადიო.

მოდელი მუშაობს Android 10 სისტემის საფუძველზე და საკუთარი აპლიკაციების გარდა, აქვს მესამე მხარის პროგრამები: Facebook, AliExpress და eBay. ადგილმდებარეობის დასადგენად, მობილური იყენებს GPS-ს, Glonass-ს და Galileo-ს.

მობილურები Xiaomi Poco X3

20 მეგაპიქსელიანი წინა კამერა ღამითაც მაღალხარისხიან ფოტოებს იღებს. ეკრანის დიაგონალი 6.67 ინჩია, რომლის გარჩევადობაა 2400x1080 პიქსელი.

მახასიათებლები:

  • ეკრანი - 6.67 ინჩი;
  • რეზოლუცია - 2400x1080 პიქსელი;
  • შიდა მეხსიერება - 128 გბ.

დადებითი:

  • ხელმისაწვდომი ფასი;
  • კარგი ხმა;
  • შესრულება.

მინუსები:

  • ზომა.

HONOR 20 Lite 4/128 GB

HONOR ტელეფონი აღჭურვილია შავი მქრქალი მინითა და მეტალის კორპუსით. მოდელის ეკრანიდ დიაგონალი 6.15 ინჩია, ხოლო რეზოლუცია - 2312x1080 პიქსელი.

თუ მობილური მოწყობილობის კამერაზე ვსაუბრობთ, მაშინ ის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სამმოდულიანი მთავარი კამერა საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ მაღალხარისხიანი ფოტოები. 24MP-იანი წინა კამერით კი შესაძლებელია შესანიშნავი სელფის გადაღება.

მობილურები honor-20-lite-5

თითის ანაბეჭდის ფუნქციები და სახის სკანერი პასუხისმგებელია მომხმარებლის პირადი მონაცემების უსაფრთხოებაზე.

მახასიათებლები:

  • ეკრანი - 6.15 ინჩი;
  • რეზოლუცია - 2312x1080 პიქსელი.

დადებითი:

  • კარგი კამერა;
  • შესრულება;
  • მეხსიერება.

Samsung Galaxy თანამედროვე მობლური ტელეფონების მიმოხილვა იხილეთ ბმულზე.

პოპულარული მოდელები

ასევე დაგაინტერესებთ:

მრავალფუნქციური ტოსტერების საუკეთესო მწარმოებლები
მრავალფუნქციური ტოსტერების საუკეთესო მწარმოებლები
ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ტექნიკურ მახასიათებლებს. გამონაკ...
კითხვის გაგრძელება
რომელი ელექტრო შალაშინის ყიდვა სჯობს - მოდელების შედარება
რომელი ელექტრო შალაშინის ყიდვა სჯობს - მოდელების შედარება
ხის ხელსაწყოების შეძენამდე ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მახასიათებლებს და პარამეტრებს: ელექტროძრავის...
კითხვის გაგრძელება
Rowenta  საუკეთესო ეპილატორების მიმოხილვა
Rowenta საუკეთესო ეპილატორების მიმოხილვა
ეპილატორების რეიტინგში ღირსეული ადგილი უჭირავს Rowenta ბრენდის ქვეშ წარმოებულ პროდუქციას, რომელთა...
კითხვის გაგრძელება