2019 წლის საუკეთესო ტრიმერების TOP 3

ადამიანთა უმრავლესობისთვის ცხვირის თმა ესთეტიკური საკითხია, რომელიც დისკომფორტს იწვევს, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება, დღესდღეობით, არ წარმოადგენს პრობლემას.

საბედნიეროდ, ბაზარზე არსებობს უამრავი მაღალი დონის ცხვირის და უნივერსალური ტრიმერი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის სასურველის მოძებნას აუცილებლად შეძლებთ.

თქვენი მოხერხებულობისთვის, ჩვენ მოვიძიეთ საუკეთესო მოდელები, განვიხილეთ მათი ხარისხი და გამძლეობა, რაც, იმედია, დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

Panasonic ER-GN30-K

Panasonic ER-GN30-K

Panasonic-ის ტრიმერის ეს მოდელი არის უნივერსალური, რადგან შეუძლია მუშაობა, როგორც სხეულის, ისე სახის თმის მიდამოებზე.

Vortex სისტემის წყალობით მისი მუშაობის უნარიანობა და დაცვა სწრაფი და მოსახერხებელია, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ის სველ პირობებში ისე, რომ სწრაფ მბრუნავ პირებს არ შეექმნებათ დაბრკოლება.

მისი ბატარეა უზრუნველყოფს 90 წუთის განმავლობაში შეუფერხებელ მუშაობას.

Panasonic-ის ტრიმერი საჭიროებს AA-ს ზომის ტუტე ბატარეას. ასევე, მოჰყვება დამცავი თავი, უსაფრთხო შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის.

როგორც უკვე აღვნიშნე, მისი კორპუსი წყალგაუმტარია, შესაბამისად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მშრალ ან სველ სამუშაო პირობებში. 

ასე, რომ თქვენი სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მისი საშხაპეში შეტანა და წყლის ჭავლის ქვეშ გამოყენება.

პლიუსები:

  • კორპუსი შექმნილია Slimline დიზაინით
  • ორმაგი ულტრა ბასრი დანის პირები
  • ადვილია მოვლა და შენახვა
  • მოჰყვება საწმენდი ფუნჯი

მინუსები:

  • ზოგიერთი მომხმარებლის თქმით, ცხვირში ტოვებს უცნაურ და სასაცილო სუნს

Philips NT5175/49 Norelco 5100

Philips NT5175/49 Norelco 5100

Philips-ის ტრიმერის დახრილი დიზაინი ძალზე ეფექტურია ცხვირის ნებისმიერი მიდამოს პრაქტიკული მიდგომისთვის.

გარდა იმისა, რომ ეფექტურია ცხვირის თმის მოსაცილებლად, ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა სფეროებშიც - ყურის თმის, წვერის შესწორებისა და ა.შ.

ეს არის წყალგაუმტარი პროდუქტი, რაც შესანიშნავია, იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ მას უპრობლემოდ გამოიყენებთ შხაპის მიღების დროს ან უბრალოდ სველ მდგომარეობაში.

სრული სიზუსტის უზრუნველსაყოფად, ტრიმერის ეს ინოვაციური მოდელი იყენებს Dual Cut ტექნოლოგიას. გააჩნია ფუნჯი, შესანახი ჩანთა, დეტალური ტრიმერი, 2 წარბისა და წვერის სავარცხელი.

იკვებება ლითიუმის ერთი AA ბატარეით, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივი მუშაობის პროცესს.

ის ერთხელ უკვე განვიხილეთ ტრიმერებთან დაკავშირებულ რამდენიმე კვირის წინანდელ სტატიაშიც.

გარდა ამისა, კომპანია, რომელიც მას ამზადებს, ტრიმერის გამძლეობას ადასტურებს 2 წლიანი გარანტიით.

პლიუსები:

  • Dual Cut ტექნოლოგია
  • უმტკივნეულო მუშაობის პროცესი
  • არ საჭიროებს ზეთს 
  • დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან

მინუსები:

  • ზოგიერთი მომხმარებელი ამბობს, რომ ზედმეტად ხმაურიანია და ბატარეა ცოტა მოისუსტებს

პოპულარული მოდელები