2019 წლის ელექტრო ღუმელების TOP 3
ჰალოგენური ღუმელები გთავაზობთ კომფორტს ნებისმიერი სამზარეულოსთვის.
ეს მოწყობილობა სამზარეულო საქმიანობას დაახლოებით 40%-ით უფრო სწრაფად ასრულებს, ვიდრე ჩვეულებრივი ღუმელი, ასევე, ენერგიას გაცილებით ნაკლებ იყენებს, რაც საერთო ჯუამში ძალზედ ეკონომიურია.
ინფრაწითელი გათბობისა და დახურული მზადების პირობების გამოყენებით, საკვები ინარჩუნებს უფრო მეტ არომატსა და საკვებ ნივთიერებებს.
ელექტრო ღუმელი საუკეთესო არჩევანია იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტივ, ალტერნატიულ საშუალებას ეძებს ყოველდღიური საკვების მოსამზადებლად
ამ ბლოგში წარმოგიდგენთ ჰალოგენური ღუმელის სამ საუკეთესო არჩევანს 2019 წლისთვის, თქვენი სურვილებისა და მოთხოვნილებებისთვის.
გაეცანით ამ ინფორმაციას და გაიგეთ მეტი ამ ტექნიკის ნიშან-თვისებების შესახებ.
Andrew James - ელექტრო ღუმელი
Andrew James Digital არის 12 ლიტრიანი ჰალოგენური ღუმელი, კორპუსზე დამონტაჟებული სახურავით.
ეს ფაქტორი მარტივს ხდის მომზადების პროცედურას, როცა სახურავი ძალიან ცხელია და არ იცით სად მოათავსოთ ის.
აქვს ციფრული დისპლეი, რომელიც აჩვენებს ქრონომეტრსა და ღუმელის ტემპერატურას.
ამ მოწყობილობას აქვს თვითწმენდის ფუნქცია. ამისათვის, უბრალოდ, საჭიროა ჩაასხათ წყალი და 15 წუთი გააჩეროთ მაღალ ტემპერატურაზე.
Andrew James-ის ჰალოგენურ ღუმელს მოჰყვება სხვადასხვა აქსესუარი, მათ შორის მაღალი საკიდების, დაბალი საკიდების, საკინძების, სანაცვლო ბოლქვის, ბრინჯის/ნამცხვრის კონტეინერი, საცხობი უჯრები და სხვა.
ამ მოდელის ძირითადი მოცულობა არის 12 ლიტრი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია 17 ლ-მდე გაფართოება.
ძირითადი მახასიათებლები:
- კორპუსზე დამონტაჟებული სახურავი
- თვითწმენდა
- 12 ლ მოცულობა,17 ლ-მდე გაფართოების შესაძლებლობით
- მრავალჯერადი აქსესუარები
Breville VDF122 - ელექტრო ღუმელი
Breville VDF122 არის შედარებით მცირე ზომის ჰალოგენური ღუმელი, რომელსაც 1 კგ საკვების მოსამზადებლად, სულ რაღაც, ნახევარი სუფრის კოვზი სჭირდება, ხოლო გაყინული საკვები საერთოდ არ საჭიროებს ცხიმის დამატებას.
ეს არის ღუმელი, განათებული ციფრული პანელით, 75 წუთამდე დროის რეჟიმის კონტროლით, ხმოვანი სიგნალითა და ავტომატური გამორთვის ფუნქციით.
მას შეუძლია 1.2 კგ-მდე პროდუქტის, სხვა ჰალოგენური ღუმელების მსგავსად შეწვა, გამოცხობა და გახუხვა.
Breville-ის ღუმელი იდეალურია თევზისა და ბეკონისთვის, რომლის ზედმეტი ზეთი განცალკევდება სპეციალურ თაროზე.
მას, ასევე, აქვს DuraCeramic საფარი, რომელიც მუშაობს, როგორც გამანეიტრალებელი ფენა ყველა მეთოდით მომზადებისთვის.
მის ხარჯზე ღუმელი მინიმალური რაოდენობის ცხიმს მოითხოვს.
ძირითადი მახასიათებლები:
- DuraCeramic საფარი
- ტაიმერი 75 წუთამდე
- 2 კგ ტევადობა
ElectiQ - ელექტრო ღუმელი
ElectiQ კიდევ ერთი კარგი ჰალოგენური ღუმელია, რომელიც გამოირჩევა ხელმისაწვდომი ფასითა და ფუნქციებით.
მას აქვს სტანდარტული 12 ლ მოცულობა. მისი გაფართოება შესაძლებელია 17 ლ-მდე.
ღუმელის დიზაინი შექმნილია გამჭვირვალე თასით, რაც სასიამოვნოს ხდის საჭმლის მზადების პროცესს.
მოწყობილობის გახსნის გარეშე შეძლებთ დააკვირდეთ თუ რა მდგომარეობაშია ინგრედიენტები. ამ მოდელსაც აქვს 15 წუთიანი თვითწმენდის ფუნქცია.
საერთო ჯამში, ის საუკეთესო არჩევანია დიდი რაოდენობით საკვების მაქსიმალურად სწრაფად მოსამზადებლად.
ძირითადი მახასიათებლები:
- 12 ლიტრი მოცულობა, 17 ლ-მდე გაფართოების შესაძლებლობით
- თვითწმენდა
პოპულარული მოდელები