ქარსითი - უსაფრთხო და სასიამოვნო მგზავრობა ბავშვებისთვის!
ქარსითის გამოყენება ხელს უწყობს ბავშვების უსაფრთხოდ გადაადგილებას. მწარმოებლები, ქარსითის ძალიან ფართო არჩევანს სთავაზობენ დაინტერესებულ მომხარებლებს.
თქვენი შვილისთვის შესაფერისი მანქანის სავარძლის შერჩევისას, გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი, სიმაღლე და განვითარების ეტაპი.
ქარსითის ძირითადი ნაწილები:
ქამრები - რაც მეტია ქამრები მით უკეთესი. ცხადია, ხუთპუნქტიანი მექანიზმები უფრო საიმედო და გამძლეა, ვიდრე - სამპუნქტიანები;
საკეტები - მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაწილები იყოს არა მხოლოდ ძლიერი, არამედ - რბილიც, ვინაიდან საგანგებო სიტუაციებში, ძლიერმა ბიძგმა შეიძლება გამოიწვიოს ტანის დაზიანება;
რეგულირება - რაც უფრო მაღალია დახრის რეგულირების დონე, მით უკეთესი და მოსახერხებელია ზურგის სიმაღლის მორგება ბავშვის სხეულის პარამეტრებზე. ახალშობილთათვის რეგულირების რაოდენობა არ არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პარამეტრი;
დაცვა - ნებისმიერი მოდელის შეძენამდე, ყურადღება უნდა გაამახვილოთ წამყვანი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტესტებზე, რომლებიც მოიცავს ADAC, RACC და OEAMTC-ს სერთიფიკატებს;
აქსესუარები - მოწინავე მოდელები შეიძლება აღჭურვილი იყოს ფეხის საყრდენით, ბოთლის დამჭერით და სხვა. ქარსითის საბოლოო ღირებულება შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს დამოკიდებული ამ დეტალებზე.
რეკომენდაციები:
ჩვილები - ქარსითი უნდა დამაგრდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე იმგვარად, რომ ბავშვი იყურებოდეს სახით უკანა შუშისკენ. სავარძლების უმეტესობას აქვს შეზღუდვები ბავშვების მაქსიმალურ ასაკს, წონასა და სიმაღლესთან დაკავშირებით.
სკოლამდელი ასაკის ბავშვები - ბავშვები, რომლებმაც უკვე გადააბიჯეს ჩვილების წონასა და სიმაღლის ზღვარს, ამ ასაკის ბავშვებისთვის ნებადართულია, ქარსითის იმგვარი პოზიციონირება, როდესაც სახით წინა შუშას უყურებენ.
სკოლის ასაკის ბავშვები - ამ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ უსაფრთხო სავარძლის მექანიზმი იცვლება და ეწოდება ბუსტერი (BOOSTER). მისი გამოიყენება ხდება მანამ, სანამ ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი სწორად ვერ ჩაჯდება და ვერ მოხერხდება მისი ჩაკეტვა.
მოზრდილი ბავშვები - როდესაც ბავშვების ასაკობრივი და ფიზიკური განვითარება იძლევა საშუალებას, რომ მათ სწორად მოირგონ ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი, ზემოთ ჩამოთვლილი დამატებითი აქსესუარების გამოყენების საჭიროება აღარ არის. თუმცა, სავალდებულოა, რომ 13 წელზე ნაკლები ასაკის ყველა ბავშვი იჯდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...