უსაფრთხოა თუ არა არასასურველი თმის მოცილება ეპილატორით?
არასასურველი თმის მოცილება ჩვეულებრივი პრაქტიკაა ქალებსა და მამაკაცებში.
ამ გზას ისინი ხშირად მიმართავენ, რადგან ეს მათ აძლევთ სისუფთავის შეგრძნებას და სხეულს მატებს სექსუალურ მიმზიდველობას. ეპილაცია არის თმის მოცილება ინსტრუმენტის გამოყენებით, რა დროსაც ხდება არასასურველი თმების ძირებიდან მთლიანად ამოღება.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ეპილატორის გამოყენებით თმის მოცილებაზე. ეს არის ეფექტური მეთოდი დროებითი თმის მოცილებისთვის.
აღიარებულია, რომ არასასურველი თმის მოცილება მექანიკური ეპილატორის აპარატების გამოყენებით უსაფრთხოა. თუმცა, წინასწარ უნდა იყოთ მზად, რომ ეს იქნება მტკივნეული, განსაკუთრებით პირველად მომხმარებლებისთვის. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი, შეიძლება გქონდეთ გვერდითი მოვლენები, რომელზეც ჩვენს ბლოგში ვრცლად ვისაუბრებთ.
ეპილაციის წინ, სასურველია თმის სიმაღლე 3 მმ-ზე დაიმოკლოთ.
სხვადასხვა ეპილატორის მუშაობა, განსხვავებულ პრინციპს ემყარება. პინცეტზე დაფუძნებული ეპილატორები ნაკლებად მტკივნეულია და ისეთივე ეფექტური, როგორც ნემსიანი ეპილატორები.
ზოგიერთი ეპილატორი შეიძლება გამოყენებულ იქნას წყალთან ერთად ან მის გარეშე. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, ეპილატორის გამოყენება კარგია საშხაპეში, რადგან ამან შეიძლება შეამციროს გაღიზიანება. ეს არის უსაფრთხო მეთოდი.
თუმცა, თუ მოწყობილობა მოძრაობს უფრო სწრაფად ან მოძრაობს თმის ზრდის საპირისპირო მიმართულებით, მან შეიძლება თმა ფესვიანად კი არ ამოიღოს, არამედ ზედაპირიდან მოწყვიტოს.
არასასურველი თმისგან გათავისუფლება კარგია, თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ის ასევე ზრდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით (ვირუსული ჰეპატიტი, გონორეა ან ქლამიდია) დაინფიცირების შანსს, სალონში ან ნაკლებად გამოცდილი თერაპევტის არაჰიგიენური პრაქტიკის გამო.
გარდა ამისა, ცხელი ცვილის სითბო ქმნის იდეალურ ნიადაგს ბაქტერიებისათვის, რამაც შეიძლება გაზარდოს უფრო სწრაფად ინფიცირების შანსი.
ამასთან შედარებით უმნიშვნელო გართულებებად ითვლება ტკივილი, გაღიზიანება, ძლიერი ქავილი, მუწუკები, თმის ჩაბრუნება. ეს ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია, რომელიც ქალებში გვხვდება. არც თუ ისე ხშირი, გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ტუჩის დაზიანება, ცხელი ცვილის გამო დამწვრობა, ჩირქოვანი ინფექციები (სტაფილოკოკური ინფექცია), შეიძლება საჭიროებდეს სამედიცინო დახმარებას (განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი, ჭარბი წონა, სუსტი იმუნიტეტი ან სხვა სამედიცინო პრობლემები).
სილამაზის ინდუსტრია იზრდება უპრეცედენტო ტემპით და ინვაზიური პროცედურები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება!
პოპულარული მოდელები