სწორად შეარჩიეთ საუთოო მაგიდა

საუთოო მაგიდა არის ერთ-ერთი საჭირო ნივთი, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულად და ხარისხიანად ტანსაცმლის გაუთოებას.

მოსახერხებელი და მაღალი ხარისხის საუთოო მაგიდა საკმაოდ ამარტივებს გაუთოების პროცესს. სხვა საყოფაცხოვრებო მსხვილ თუ წვრილ ტექნიკასთან ერთად, ისიც ერთ-ერთი აუცილებელი და გამოსადეგი ნივთია.

მაგიდების ზომა სიგრძე-სიგანითა და სიმაღლის დანამატით განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ დიდი ზომის თეთრეულს აუთოებთ, მაგალითად, საწოლის გადასაფარებლებსა და ფარდებს, ამ შემთხვევაში, მოსახერებელია რკინის კონსტრუქციით აღჭურვილი დაფები, რომელსაც სიმაღლის დამატების ფუნქციაც აქვს, რომელიც ამარტივებს პროცესს. 

სწორად შეარჩიეთ საუთოო მაგიდა

მოზრდილთან ერთად, არსებობს შედარებით მცირე ზომის საუთოო მაგიდები, რომელიც არ დაიკავებს დიდ ადგილს. ასევე კედელზე მიმაგრებული ან კედელში ჩამონტაჟებული საუთოო მაგიდები, რომელიც სივრცის დაზოგვის მიზნით მოსახერხებელია.

თუ ხშირად გიწევთ უთოს გამოყენება, სჯობს დიდი ზედაპირის მქონე საუთოო მაგიდა შეარჩოთ. ამით თქვენს დროს დაზოგავთ (მცირე ზომის ზედაპირიან საუთოო მაგიდაზე ხშირად მოგიწევთ სამოსის გადატრიალება)

 

სწორად შეარჩიეთ საუთოო მაგიდა

საუთოო მაგიდის მასალები და შერჩევის პარამეტრები:

ლითონის მასალისგან დამზადებული დაფები ძლიერი და გამძლეა, მაგრამ მძიმეა და არც ორთქლს ატარებს. თუ იგი დამზადებულია ბადის სახით, გაცილებით მსუბუქი იქნება და ორთქლს ნახვრეტებში გავლაც შეეძლება.

ხე საიმედო და გამძლე მასალაა, მაგრამ არც ისე  მსუბუქია. გარდა ამისა, ორთქლის მუდმივი ზემოქმედების შედეგად, ხე დეფორმირდება და სწრაფად ფუჭდება.

თერმოპლასტიკური მაგიდები არის მსუბუქი და გამძლე. გაითვალისწინეთ: დაფა უნდა იყოს საკმარისად რბილი, მაგრამ არა ძალიან გლუვი.

გასაუთოებელი მაგიდა შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის, მაგრამ რაც უფრო ფართოა, მით უფრო მოსახერხებელია დიდ ნივთებთან მუშაობა  (ფარდებთან, თეთრეულთან).

პოპულარული მოდელები

საუთოვებელი მაგიდა CINGILLIOGLU CM-300 GIFT DELUX
საუთოვებელი მაგიდა CINGILLIOGLU CM-300 GIFT DELUX
Regular price 200.00 ლარი 149 ლარი / თვეში 9 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
საუთოვებელი მაგიდა BRAUN  IB3001BK
საუთოვებელი მაგიდა BRAUN IB3001BK
Regular price 399.00 ლარი 345 ლარი / თვეში 19 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
საუთოვებელი მაგიდის გადასაფარებელი Vileda Rapid
საუთოვებელი მაგიდის გადასაფარებელი Vileda Rapid
Regular price 69 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE
საუთოვებელი მაგიდა Braun IB 3001 BK
საუთოვებელი მაგიდა Braun IB 3001 BK
Regular price 349.00 ლარი 319 ლარი / თვეში 18 ლარი
უფასო მიწოდება
warranty BLACK FRIDAY SALE