საუკეთესო წვერის საპარსის შერჩევა
წვერის საპარსი ძალიან მნიშვნელოვანი და კომფორტული მოწყობილობაა, საუკეთესო მეთოდი რომ ყოველდღიური რუტინა გაგიადვილოთ.ბევრი ბრენდი უშვებს წვერისა და თმის საპარსს. მათ შორის არის რამდენიმე გამორჩეული და ხარისხიანი. მაგალითად philips-ის, sokany, და ასე შემდეგ.
საპარსის მოდელები:
მთავარი პარამეტრი, რომელსაც ელექტრო საპარსის ყიდვისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, მოწყობილობის პირია. კლასიკური მოდელები მხოლოდ მშრალი გაპარსვის შესაძლებლობას იძლევა. სამწუხაროდ, შესაძლოა, ასეთმა მოდელებმა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, მაგრამ ეკონომიურია იმ მიზეზით, რომ არ საჭიროებენ დამატებით ხარჯებს სპეციალური საპარსების საყიდლად.
ამის საპირისპიროდ, სველი საპარსები შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალურ მოდელებად, რადგან მათი გამოყენა შეიძლება როგორც სველ, ისე - მშრალ კანზე. სველი გაპარსვისთვის განკუთვნილი ელექტრო საპარსის უპირატესობა ისიცაა, რომ მგრძნობიარე კანის მქონე მამაკაცებისთვის მათი ყოველდღიური გამოყენება სრულიად უსაფრთხოა. არ იწვევს კანის გაღიზიანებას ან სიწითლეს. გამაღიზიანებელი ეფექტის შესამცირებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ გელი ან კრემი.
რომელი წვერის საპარსი უნდა შეიძინოთ?
- მგრძნობიარე კანის მქონე მამაკაცებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ საპარსების სახლში გამოყენებას, საუკეთესო ვარიანტია დაბალსიმძლავრიანი, ნაკლებად ბასრი დანების მქონე მოდელები.
- ვინც ხშირად მოგზაურობს, უმჯობესია აირჩიოს ბატარეით უზრუნველყოფილი, მშრალი ფუნქციის მქონე საპარსი მოწყობილობა, რომელიც არ საჭიროებს გელის ან ქაფის გამოყენებას.
- გარდა ამისა, ის ადამიანები, რომლებიც ხშირად გზაში იმყოფებიან, უმჯობესია უპირატესობა მიენიჭონ დიდი ბატარეის და სწრაფი დატენვის ფუნქციის მქონე მოწყობილობებს. ასეთი მოდელები ხშირად იტენება სპეციალური სტენდის საშუალებით.
პოპულარული მოდელები