როგორ შევარჩოთ ჩვენთვის სასურველი მიკროტალღური ღუმელი?

მიკროტალური ღუმელი, ჩვენი გემრიელი ვახშმის გარანტიაა. მისი მეშვეობით შეძლებთ ნებისნიერი ტიპის საკვების მარტივად და გემრიელად მომზადებას. მიკროტალღური ღუმელით არა მარტო მოამზადებს საკვებს, არამედ მისი მეშვეობით საჭმლის გათბობა და შეწვაც შეგიძლიათ. და რაც მთავარია.

არსებობს სხვადსხვა ტიპის მიკროტალღური ღუმლები:

როგორ შევარჩოთ ჩვენთვის სასურველი მიკროტალღური ღუმელი?
  • ჩასაშენებელი დანადგარები - ასეთები კარგია იმ კუთხით რომ ათავისუფლებენ სამზარეულოში მაგიდის ადგილს (არ იკავებენ მას), და ასევე ხშირად სავენტილაციო სისტემაც გააჩნიათ ხოლმე. თუმცა სწორედ აქედან გამომდინარე, ამ მოწყობილობას მონტაჟი სჭირდება, თუმცა ეს არც ისე რთული პროცესია. 
  • უჯრის ტიპის ღუმელი - კიდევ ერთი ვარიანტი რომელიც თქვენი სამზარეულოს მაგიდას ათავისუფლებს არის უჯრის ტიპის მიკროტალღური ღუმელი. ბევრ ზომებში არის ხელმისაწვდომი, და ასევე უჯრის გამოღებისას ადვილად შეძლებთ ნებისმიერი კერძის მარტივად მორევას.

 მიკროტალღური ღუმლის ფუნქციები

  • წინასწარგანსაზღვრული მომზადების დროები.
  • სენსორები - ზოგიერთ დანადგარს შეუძლია მომზადების დროისა და სიმძლავრის ავტომატური განსაზღვრა კერძიდან ამომავალი ორთქლის საფუძველზე. 
  • შიდა სადგამები - თქვენ რომ ღუმელის შიდა მოცულობის უკეთესად ათვისება შეძლოთ, შეიძლება ძალიან გამოგადგეთ შიდა სადგამები.
  • ინვერტერული ტექნოლოგია - შექმნილი იმისთვის რომ შემოგთავაზოთ სტაბილური სითბო, ინვერტერის ფუნქცია ინარჩუნებს ხარჯავს დაბალ ენერგიას.
როგორ შევარჩოთ ჩვენთვის სასურველი მიკროტალღური ღუმელი?
  • გრილი - ეს ფუნქცია ბრაწავს კერძის გარე ნაწილს, ისე როგორც ეს საცხობი ღუმელის შემთხვევაში კეთდება. 
  • ორთქლი - ძალიან კარგი ფუნქციაა თევზისა და ბოსტნეულის მოსამზადებლად, რადგან ორთქლით დამუშავების დროს თქვენ კერძისთვის ცხიმის დამატება არ მოგიწევთ.
  • ადვილად გასაწმენდი შიდა მხარე - ტექნოლოგიებთან ნაკლებად არის კავშირში, მაგრამ დაგვერწმუნეთ, ეს საკითხი უგულებელსაყოფი არ არის.