როგორ მუშაობს პოპკორნის აპარატი?
პოპკორნის აპარატი ნამდვილად მისწრებაა მათთვის, ვისაც უყვარს ფილმები. მათი ყურების დროს ალბათ ერთი სიამოვნებაა პოპკორნის მირთმევა. სახლის პირობებში, პოკორნის აპარატი გაძლევთ საშუალებას, მოამზადოთ მაღალი ხარისხის პოპკორნი, თქვენი გემოვნებით.
როგორ მუშაობს პოპკორნის აპარატი?
ელექტრო პოპკორნის აპარატი არის პატარა ელექტრო მოწყობილობა, რომელიც შექმნილია პოპკორნის მარცვლების გასათბობად იმ წერტილამდე, სადაც ისინი საკვებად ვარგის ფორმაში გადაიქცევიან.
ცხელი ჰაერის აპარატებს აქვთ ვენტილატორის მოწყობილობა, რომელიც არევს პოპკორნის მარცვლებს ცხელი ჰაერის ნაკადით. სითბო წარმოიქმნება ძირში არსებული გამაცხელებელი ელემენტით, რომელიც გააქტიურებულია მარტივი ჩართვა-გამორთვის გადამრთველით და აკონტროლებს თერმოსტატი. მასში შედის ძრავა ვენტილატორის როტაციისთვის.
პოპკორნის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ პოპკორნის მოსამზადებელი აპარატი, სიმინდის მარცვლები, რამდენიმე სუფრის კოვზი ზეთი (თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ ზეთის არომატები), სანელებლები, მარილი, პოპკორნის ჩასაყრელი თასი.
ყველას აინტერესებს არის თუ არა პოპკორნის მოსამზადებლად საჭირო ზეთი?
რათქმაუნდა გარკვეული რაოდენობით ცხიმი პოპკორნის დასამზადებლად აუცილებლად საჭიროა. თუმცა, მასში ჩვეულებრივი, მზესუმზირის ზეთი გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
უკეთესი იქნება თუ გამოიყენებთ კაკლის, ავოკადოს ან ზეითუნის ზეთებს. ისინი საუკეთესოდ ითვლება. კანოლას ზეთი არის ასევე კარგი ვარიანტი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეული ზეთებიც, თუ თქვენ პოპკორნის მომზადება აპარატში გაქვთ გადაწყვეტილი!
პოპკორნის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამდვილი კარაქიც. აპარატში ჩაყარეთ 1/4 ჭიქა სიმინდი და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კარაქი. რაოდენობის შესაბამისად გაზარდეთ პროპორციები. ასე გამოდის უგემრიელესი პოპკორნი.
პოპულარული მოდელები