როგორი ყურსასმენები უნდა შეიძინოთ?

წყვილი ყურსასმენი არის საუკეთესო საშუალება მუსიკის, პოდკასტებისა და აუდიოწიგნების მოსასმენად.

მათ ახასიათებთ ხმის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ხარისხი, მაქსიმალური კომფორტი. ბევრი კარგი ყურსასმენია ბაზარზე, რომელიც არის ულტრა მოსახერხებელი.

მცირე ზომის ყურსასმენების უმეტესობას აქვს მაღალი აუდიო ხარისხიც და უმეტესწილად, თქვენი არჩევანით ნამდვილად ისიამოვნებთ.

მაგრამ, თუ თქვენ სერიოზულად ხართ დაკავებული მუსიკით და გამაღიზიანებლად მოქმედებს თქვენზე გარემოს ხმები, მაშინ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება ისეთი ყურსასმენების გამოყენება, რომელიც სრულად ფარავს ყურებს და ბლოკავს ყველა გარეშე ხმას, რამაც თქვენ შეიძლება ხელი შეგიშალოთ ყურადღების მოკრებაში.

როგორი ყურსასმენები უნდა შეიძინოთ?

რაც მთავარია, ასეთი ყურსასმენები შეიძლება ბევრად უკეთესი იყოს თქვენი ბუნებრივი სმენის აპარატისთვის, ვიდრე მცირე ზომის ყურსასმენები, რადგან მისი გამოყენებისას ოდნავ მეტი მანძილია ხმამაღალ ბგერებსა და ყურის ნიჟარებს შორის.

თუ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, და ასეც უნდა იყოს,  სმენის აპარატის დაცვა, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა გამოიყენოთ მთლიანი ყურის დასაფარი ყურსასმენები.

აუდიოს ხარისხი არის მეორე კრიტერიუმი, რომლის გათვალისწინებითაც უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი.

ყურსასმენებს, რომელთა ყიდვაც შესაძლებელია დღესდღეობით, აქვს დიდი, ძლიერი დრაივერები. არსებობს ე.წ. როგორც ღია, ასევე დახურული ვარიანტები. მუსიკის მოსმენისას, ღია ვარიანტი გვთავაზობს საკონცერტო დარბაზის მსგავს შეგრძნებას, რომელიც იმდენად ახლოსაა, რამდენადაც თქვენ შეძლებდით მის გაგონებას პირდაპირ დარბაზიდან. 

საუკეთესო უკაბელო ყურსასმენების კატეგორიიდანაა:

  • Philips PH805
  • Sony WH-1000XM4
  • Bowers & Wilkins PX7
  • Sennheiser PXC 550-II

გაინტერესებთ, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა  ყურსასმენებთან დაკავშირებით, რომელსაც შერჩევისას შეიძლება წააწყდეთ?

ეს შეიძლება იყოს მათი ფასი. გამოყენებული პრემიუმ მასალა და ჩატარებული კვლევები, რომელიც ზრდის  წარმოების ხარჯებს, ხშირად ყურსასმენების ღირებულებას ასტრონომიულს ხდის.

ამიტომ, თუ თქვენ ეძებთ ბიუჯეტურ ყურსასმენებს, მოგიწევთ დათმობების გაკეთება. როგორც შევთანხმდით, ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს ეს და უბრალოდ, უკაბელო მოდელის მაგივრად სადენიანი მოდელი შეარჩიეთ.