რა დროს ვიყენებთ დამცავ საშუალებებს!?
დამცავი ნიღბები და სათვალეები ნებისმიერი ტიპის სამუშაოს დროს გამოსაყენებელი აუცილებელი ატრიბუტია. ისინი საშიში ნარჩენებისგან და სხვა სახიფათო მოწყობილობაზე მუშაობისას გვიცავენ ჩვენ და უზრუნველყოფენ რომ ჩვენი ჯანმრთელობა და სხეული იყოს მუდამ დაცული და დაუზიანებელი.
სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ შერჩეული გვქონდეს და ვიყენებდეთ ხარისხიან დამცავ საშუალებებს, რომლის ნდობაც სრულად გვექნება.
კონკრეტულად რა დროს ვიყენებთ დამცავ საშუალებებს?
ბაზარზე ბერვი ბრენდი არსებობს, ვინც უშვებს მუშაობის დროს თავდაცვით ნივთებს, ამიტომ საჭიროა დაკვირვებით მოხდეს მათი შერჩევა.
დამცავი სათვალეების გამოყენება ძირითადად ხდება ისეთი მძიმე სამუშაოების დროს როგორიცაა შედუღება. სვარკის დროს გამოიყენება ე.წ ქამელეონი სათვალე. იგი იცავს თვალებს დაზიანებისგან.
სვარკის დროს ფართოდ გამოიყენება სახის დამცავი ნიღბები, რომელსაც ხანგრძლივი მუშაობის დროს იყენებენ, რადგან სათვალეები მხოლოდ მცირე დორის მანძილზე იცავს სვარკის სხივებისგან.
ავტომატური ჩაბნელების ჩაფხუტი
შემდუღებელთათვის ხელმისაწვდომი ერთ-ერთი ვარიანტია უფრო მოწინავე, ავტომატური ჩაბნელების ჩაფხუტები, რომლებიც ავტომატურად არეგულირებენ ჩრდილს არააქტიური მდგომარეობიდან, აქტიურ მდგომარეობამდე, როდესაც მუშაობა იწყება. ეს ჩაფხუტები ყოველთვის იცავს ადამიანს სინათლის მავნე გამოსხივებისგან და მუქდება წინასწარ შერჩეულ ჩრდილამდე მილიწამებში.
ავტომატური ჩაბნელების ჩაფხუტით, შემდუღებელს შეუძლია ნათლად დაინახოს ჩაფხუტის დაბლა მდგომარეობა, რაც შესაძლებელს ხდის მასალის სწრაფად დაყენებას და პოზიციონირებას, რათა დაიწყოს შედუღება. ეს ჩაფხუტები ზრდის შემდუღებლის პროდუქტიულობას, რადგან ის აღმოფხვრის არასაჭირო გაჩერებას მუშაობის პროცესში.
პოპულარული მოდელები