რა განსხვავებაა სამზარეულოს კომბაინსა და ბლენდერს შორის?

დაჭერით, მოზილეთ, გახეხეთ… თქვენ დაასახელეთ და სამზარეულოს კომბაინს შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება. მისი ფლობა ჰგავს სამზარეულოში პერსონალური დამხმარის ყოლას ან მეორე წყვილი ხელების ქონას.

სამზარეულოს კომბაინი იდეალური საჩუქარია დიასახლისებისთვის. თავისი მრავალფუნქციურობით ბევრი რამის გაკეთება და შრომის შემსუბუქება შეუძლია. ის სხვადასხვა ტექნიკის ფუნქციას შეასრულებს, რაც დაგიზოგავთ თანხას, რომელიც ბევრი სხვა ტექნიკის შეძენაში უნდა დაგეხარჯათ. სამარეულოს კომბაინში თითქმის ყველაფერი გაერთიანებულია.

რა განსხვავებაა სამზარეულოს კომბაინსა და ბლენდერს შორის?

რა განსხვავებაა სამზარეულოს კომბაინსა და ბლენდერს შორის?

ორივე ტექნიკას ყველა ოჯახის სამზარეულოში დიდი ადგილი უკავია და ნამდვილად მნიშნვნელოვან საქმეს აკეთებენ. თუმცა მათ შორის რა თქმა უნდა არის განსხვავება, რომელიც საკმაოდ თვალსაჩინოა.

მთავარი განსხვავება კი დანის პირებია. სამზარეულოს კომბაინს უფრო მკვეთრი დანა აქვთ ვიდრე ბლენდერებს. ეს ნიშნავს, რომ კომბაინები დაჭრიან თქვენს საკვებს და შეინახავენ მას მყარ ფორმაში, ხოლო ბლენდერები შექმნიან სითხეებს.

მაგალითად, ავიღოთ სტაფილო, ბლენდერი ფაფას ამზადებს, ხოლო სამზარეულოს კომბაინი მას კუბებად ჭრის და ინარჩუნებს მის ტექსტურას და წონას.

თუ წვნიანი და სმუზი თქვენი რაციონის ძირითადი ნაწილია, მაშინ ბლენდერი კარგი იქნება, მაგრამ თუ თქვენ ეძებთ რაღაც უფრო მრავალმხრივს, ღირს მეტი დახარჯოთ სამზარეულოს კომბაინზე.

რა განსხვავებაა სამზარეულოს კომბაინსა და ბლენდერს შორის?

სამზარეულოს კომბაინი Electrolux EKM3700

შესანიშნავი, მრავალფუნქციური კომბაინი, რომელიც ნამდვილად გაამარტივებს თქვენს ცხოვრებას  და სამზარეულოს საქმიანობას. მას მრავალი ფუნქცია და დანიშნულება აქვს, რომელიც სხვადსხვა საქმეში დაგეხმარებათ. კომბაინს გააჩნია ბოსტნეულის საჭრელი, ბლენდერის ჭიქა, ხორცსაკეპი, ცომის საზელი და სათქვეფი.

მისი მახასიათებლებია:

  • ნომინალური სიმძლავრე: 800 w
  • ჯამის მოცულობა: 4 ლ
  • სიჩქარის რაოდენობა: 6 + იმპულსური რეჟიმი
  • დაცვა გადახურებისაგან
  • დაცვა გადატვირთვისაგან
  • იმპულსური რეჟიმი
  • უჟანგავი ფოლადის საცმები
  • ფუნქციები: სამზარეულოს კომბაინი; ბლენდერი; მიქსერი; ხორცსაკეპი; ცომის საზელი

პოპულარული მოდელები

სამზარეულოს კომბაინი 4-1 ში FRANKO FKM-1178
სამზარეულოს კომბაინი 4-1 ში FRANKO FKM-1178
339.00 ლარი / თვეში 19 ლარი 400.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სამზარეულოს კომბაინი PHILIPS HR7510/00
სამზარეულოს კომბაინი PHILIPS HR7510/00
399.00 ლარი / თვეში 22 ლარი 669.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
სამზარეულოს კომბაინი PHILIPS HR7778/01
სამზარეულოს კომბაინი PHILIPS HR7778/01
1,399.00 ლარი / თვეში 75 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სამზარეულოს კომბაინი BOSCH MCM3501M
სამზარეულოს კომბაინი BOSCH MCM3501M
519.00 ლარი / თვეში 28 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი