რა ასაკიდან შეიგიძლიათ კენგურუს გამოყენება?
ბავშვის კენგურუ, ბავშვის და მშობლების კომფორტისთვის ძალიან აუცილებელი და სასიამოვნო ნივთია.
ბავშვის კენგურუ იდეალური საშუალებაა ისეთი მშობლებისთვის, ვისაც უყვარს ბევრი სიარული და გადაადგილება პატარასთან ერთად. საბავშო კენგურუ შესანიშნავი გამოგონებაა ბავშვის კომფორტული გადაადგილებისთვის.
რა ასაკიდან შეიგიძლიათ კენგურუს გამოყენება?
მართალია ახალშობილის ჩასმაც შეგიძლიათ კენგურუში, მაგრამ უფრო რეკომენდირებულია, რომ ბავშს განვითარებული ქონდეს კუნთები, რომ შეეძლოს თავის დაჭერა. ეს კი 4-5 თვიდანაა შესაძლებელი და ამ ასაკიდან უკვე კენგურუს გამოყენება სრულიად უსაფრთხოა.
გარდა ამისა, ამაზე ადრე, საბაშვო კენგურუს გამოყენება თავად ბავშვისთვის შესაძლოა არაკომფორტული აღმოჩნდეს.
როგორ უნდა შეარჩიოთ საბავშო კენგურუ?
კენგურუს შეძენამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ჩვილის პირად პედიატრთან, მერე კი თვალი გადაავლეთ იმ ფაქტორებს, რომელთა გათვალისწინებითაც მოგიწევთ არჩევანის გაკეთება:
ვინ გამოიყენებს მას. მხოლოდ თქვენ აპირებთ კენგურუს გამოყენებას თუ ოჯახის სხვა წევრი ან მომვლელიც? მეორე შემთხვევაში ზომა ისეთი უნდა იყოს, რომ ორივეს მოერგოს.
შეძენამდე შეამოწმეთ, მტკიცეა თუ არა კენგურუს ყველა თასმა, ბალთა და შესაკრავი, რომ რამდენიმე თვის ბავშვის წონას გაუძლოს. შეარჩიეთ ყველაზე მარტივი მოდელი. მისი მორგება მარტოსაც მოგიწევთ, ამიტომ სასურველია, ეს ცალი ხელითაც მოახერხოთ.
კენგურუს სამხრეები ფართო და რბილი უნდა იყოს, ხოლო ქსოვილი – მტკიცე და გამძლე. მხრებსა და ზურგზე ბავშვის წონა თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს. ფართო უნდა იყოს ფეხების გასაყოფიც, კიდეები კი რბილი უნდა ჰქონდეს, რომ პატარას თეძოებზე არ მოუჭიროს და სათუთი კანი არ გაუხეხოს.
სასურველია, მოდელს ჰქონდეს თავისა და კისრის დამცავი ბალიშებიც, რათა, თუ ბავშვს ჩაეძინა, თავი მოხერხებულად ედოს. ქსოვილიც რბილი და მტკიცე უნდა იყოს, სასიამოვმო შესახები და, რაც მთავარი, ჰაერგამტარი, რომ პატარა არ ჩაიხუთოს.
Baby Bjorn Original
Baby Bjorn არის მსუბუქი საბავშვო ზურგჩანთა, რომლის მასა მხოლოდ 1 კგ-ია. კენგურუ განკუთვნილია 11 კგ-მდე წონის ბავშვებისთვის (დაახლ. 2 წლამდე). პროდუქტი უნდა შემოიტაროთ მკერდზე, ხოლო ბავშვი შეიძლება იჯდეს როგორც პირისპირ, ასევე ზურგით.
ზურგჩანთას აქვს ხისტი ანატომიური საზურგე, რომელიც აფიქსირებს პატარას თავს, რის გამოც შესაფერისია ძალიან მცირე ასაკის ბავშვებისთვის. პროდუქტის უპირატესობა კომფორტული დიზაინია, რომელიც ხელს უწყობს როგორც ბავშვს, ასევე დედ-მამას. სამაჯურები კომფორტულად ჯდება მშობლის უკანა მხარეს და რეგულირდება სიგრძით.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...