რა არის ჯოისტიკი და როგორ ფუნქციონირებს ის?
ჯოისტიკი არის მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ეკრანზე ობიექტის ნებისმიერი მიმართულებით გადასაადგილებლად. იგი აქტიურად იყენებს ვერტიკალურ ღერძს და ბაზაზე ერთ ან ორ ღილაკს.
ჯოისტიკები ფართოდ გამოიყენება ვიდეო თამაშებში, ჯერ კიდევ 1980 – 90-იან წლებიდან მოყოლებული. სახლის თამაშებისთვის ყველაზე გავრცელებული მოწყობილობა პერსონალური კომპიუტერი და ჯოისტიკები იყო.

იმდროინდელი კომპიუტერები იქმნებოდა ჯოისტიკისთვის განკუთვნილი პორტით. თუმცა, თამაშის პორტი დღეს უკვე აღარ გამოიყენება და თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო დახვეწილი, რამდენიმე ღილაკიანი ჯოისტიკ - კონტროლერები.
რა არის ჯოისტიკი?
როგორც უკვე ვთქვით, ჯოისტიკი არის მომხმარებლის ბერკეტი, რათა გააკონტროლოს გამოსახულების მოძრაობა კომპიუტერზე ან მსგავს ეკრანზე. ეს არის მოწყობილობა, რომელიც შედგება ბაზაზე მბრუნავი ჯოხისგან და რომელიც, მიუთითებს მიმართულებას იმ მოწყობილობას, რომელსაც ის აკონტროლებს.
ჯოისტიკი, არის კონტროლის მთავარი მექანიზმი მრავალი სამოქალაქო და სამხედრო თვითმფრინავის სალონში, როგორც ცენტრალური ღერძი ან გვერდითი დამხმარე .
როგორია ჯოისტიკის მუშაობის პრინციპი?
თანამედროვე ჯოისტიკები მუშაობისთვის იყენებენ დახვეწილ მეთოდებს. ისინი იღებენ რაღაც ფიზიკურს - ანუ, ჩვენი ხელის მოძრაობას - და თარგმნიან რაღაც სრულიად მათემატიკურად - ერთეულისა და ნულის დონეზე. კარგი ჯოისტიკით, ეს თარგმანი იმდენად უნაკლოა, რომ თქვენ მთლიანად დამოკიდებული ხდებით მის იდეალურ მოქმედებებზე.

„როცა მართლა თამაშში ხარ ჩართული, გგონია რომ ვირტუალურ სამყაროსთან უშუალოდ ურთიერთობ” - შეგრძნებებსა და ემოციებს გვიზიარებენ გამოცდილი თამაშის მოყვარულები.
ჯოისტიკის რამდენიმე ტიპის არსებობს:
- ციფრული ჯოისტიკები არის ყველაზე გავრცელებული ჯოისტიკი კომპიუტერებისთვის, რომლებიც იყენებენ მარტივ მარცხენა, მარჯვენა, ზემოთ, ქვემოთ ბრძანებების ღილაკს.
- პედლის ჯოისტიკები შედგება ერთი ღილაკისგან, რომელიც გამოიყენება თამაშის გასაკონტროლებლად.
- ანალოგური ჯოისტიკები აერთიანებს ციფრულ და პედლის ჯოისტიკებში წარმოდგენილ ორივე კონცეფციას; ისინი აკონტროლებენ თამაშს ციფრული ჯოისტიკის მსგავსად, მაგრამ ასევე იყენებენ პოტენომეტრებს მოძრაობების გასაზომად, როგორც პედლის ჯოისტიკები. ანალოგური ჯოისტიკები ერთ-ერთი პირველი ჯოისტიკებია.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







