რატომ უნდა იქონიოთ პირველადი დახმარების ნაკრებს
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, გააზრება იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების აღმოჩენა, როდესაც ვითარება ნაკლებად მძიმეა, თუმცა, ჩარევას საჭიროებს. თუ ამ საკითხზე ვთანხმდებით, მაშინ გააგრძელეთ კითხვა, ეს ბლოგი შენთვისაა.
გაიგეთ, რა უნდა გქონდეთ პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებში იქნება ეს სახლისთვის, ავტომანქანაში - მოგზაურობის დროს თუ სამსახურში, რათა გაუმკლავდეთ მცირე უბედურ შემთხვევებს ან დაზიანებებს.
შესაძლოა, თქვენ არ იცოდეთ, რა უნდა შედიოდეს პირველადი დახმარების ნაკრებში. ამისთვის, ითხოვეთ დახმარება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მაგალითად, სთხოვეთ ფარმაცევტს დახმარება ნივთების შერჩევაში.
პირველადი დახმარების ნაკრები შეიძლება და უნდა შეიცავდეს:
- სხვადასხვა ზომის და ფორმის მცირე, საშუალო და დიდ სტერილურ სახვევებს,
- მინიმუმ 2 სტერილურ თვალის სახვევს,
- ერთჯერად სტერილურ ხელთათმანებს,
- პინცეტს,
- მაკრატელს,
- საწმენდ ხელსახოცებს ალკოჰოლის შემცველობის გარეშე,
- წებოვან ლენტს, თერმომეტრს (სასურველია ციფრული),
- კრემს გაღიზიანებული კანისთვის, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი ან კალენდულა,
- სპრეი მწერების ნაკბენისგან გამოწვეული ქავილისა და შეშუპების მოსახსნელად,
- ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა პარაცეტამოლი (ასევე, სასურველია, ჩვილ ბავშვთა პარაცეტამოლი),
- ასპირინი (არ შეიძლება მისი გამოყენება 16 წლამდე ბავშვებში) ან იბუპროფენი,
- გამოხდილი წყალი ჭრილობების გასაწმენდად,
- კონტეინერი დაბინძურებული ნივთებისთვის,
- ჩანთა ყველა ნივთის ერთად მოსათავსებლად
პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებთან ერთად, რეკომენდებულია პირველადი დახმარების სახელმძღვანელოს შენახვაც.
პრაქტიკულმა შემთხვევების ანალიზმა ცხადყო, რომ ყველაზე ეფექტიანი დახმარება დაშავებულებს მაშინ გაეწიათ, როდესაც შემთხვევის ადგილზე სახელმძღვანელოში გაწერილი პროცედურების მიხედვით ხდებოდა მოქმედება.
აუცილებელია, რომ მედიკამენტები რეგულარულად შემოწმდეს, მათი გამოყენების ვადის კონტროლის მიზნით.
პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრების შემადგენლობა შესაძლოა იყოს განსხვავებული იმის მიხედვთ, სახლში გამოყენებისთვის არის განკუთვნილი, მოგზაურობისთვის თუ სამუშაო პროცესში მიღებული დაზიანების სამართავად.
ის პირობა კი, რომ უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში და ინახებოდეს გრილ, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არის ყველასთვის საერთო.