მანეჟი - უსაფრთხო ადგილი ბავშვებისთვის

ყოველი პატარას დაბადება ოჯახში ერთი დიდი ბედნიერება და სიხარულია, მაგრამ ამ დიდ ბედნიერებას, დროთა განმავლობაში ბევრი პრობლემა მოჰყვება, მაშინ როდესაც ბავშვი ნელ-ნელა იზრდება და ყოველ წამსა სჭირდება ყურადღება. მაგრამ ამის გაკეთება მთელი დღის მანძილზე რა თქმა უნდა შეუძლებელია დედისთვისა და ძიძსთვისაც, შესაბამისად საჭიროა ალტერნატივა, რაც საშუალებას მოგცემთ ბავშვი ამყოფოთ უსაფრთხოდ სახლში, და თავად აკეთოთ საქმე, ან დაისვენოთ და ა.შ. ამ დროს კი გეცოდინებათ, რომ თქვენი პატარა უსაფრთხოდაა.

მანეჟი სწორედ ასეთი ალტერნატივაა. მასში ბავშვის მოთავსება საშუალებას მოგცემთ, რომ ბავშვი გარკვეული დროით ამყოფოთ იქ, სადაც ითამაშებს თავისით და არც დაიშავებს რამეს.

მანეჟი - უსაფრთხო ადგილი ბავშვებისთვის

მანეჟი ბავშვის კონტროლისთვის შესანიშნავი საშუალებაა. როდესაც ბავშვი უკვე ნელ-ნელა  იზრდება და აქეთ იქით იწყებს სიარულს, იმისათვი, რომ რაიმე ხიფათი არ მოიწიოს, შესანიშნავია მანეჟის გამოყენება. მანეჟი ნამდვილად კარგი საშუალებაა ბავშვის დროებით იზოლაციისთვის. ის ამ დროს იქნება უსაფრთხოდ, რადგან მანეჟი მას არსად გაუშვებს, ხოლო მშობელს შეეძლება თავისი საქმის კეთება.

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ესაა მანეჟის ფორმა. რადგან არსებობს სხვადასხვა ფორმის მანეჟები, მაგალითად მრგვალი, მართკუთხა, კვადრატული, სამკუთხა ან ტრაპეციული ფორმის.

მეორე ესაა, ჩარჩოს მასალა, რისგანაა ის დამზებული, ლითონის, ხისგან თუ პლასტმასისგან. თითოეულს  საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. 

დაცვა - გულისხმობს სტრუქტურის სტაბილურობასა და საკინძების საიმედოობას. დარწმუნდით, რომ არ არსებობს მკვეთრი კიდეები ან ამოვარდნილი ნაწილები, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს. მოგზაურობისთვის უმჯობესია შეიძინოთ  უფრო მსუბუქი წონის მანეჟი, ხოლო სტაციონალური გამოყენებისთვის - უფრო მძიმე, რათა შეუძლებელი იყოს მისი გადაბრუნება.

მანეჟი - უსაფრთხო ადგილი ბავშვებისთვის

ბევრი თვლის, რომ მცირეწლოვანი ბავშვები  მცირე ხნითაც კი არ უნდა რჩებოდნენ შეზღუდულ სივრცეში. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ასე ბავშვები დიდი სტრესს იღებენ, მაგრამ დედები, რომლებიც მაინც ანიჭებენ უპირატესობას მანეჟების გამოყენებას, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი შვილების უსაფრთხოების გათვალისწინებით ხელმძღვანელობენ.

გარდა ამისა, ბავშვები თვითონ სწავლობენ ფეხზე დგომას და ფაქტობრივად, საკუთარ თავს ასეირნებენ ერთ სივრცეში. ნებისმიერ შემთხვევაში, მანეჟის ყიდვის  გადაწყვეტილებას, თითოეული მშობელი ინდივიდუალურად იღებს.

 

პოპულარული მოდელები

საწოლ-მანეჟი LORELLI Torino
საწოლ-მანეჟი LORELLI Torino
Regular price 269 ლარი / თვეში 15 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საწოლ-მანეჟი LORELLI
საწოლ-მანეჟი LORELLI
Regular price 329 ლარი / თვეში 18 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო ოვალური საწოლი ANTEL 6-1-ში ფუნქციით
საბავშვო ოვალური საწოლი ANTEL 6-1-ში ფუნქციით
677 ლარი / თვეში 40 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია
საბავშვო საწოლის მუსიკალური სათამაშო Fisher Price ღრუბელი
საბავშვო საწოლის მუსიკალური სათამაშო Fisher Price ღრუბელი
Regular price 120 ლარი / თვეში 7 ლარი
უფასო მიწოდება
warranty ხარისხის გარანტია