კუთხლივ სახეხი ხელსაწყო (ბარგალკას) ძირითადი მახასიათებლები!
ბალგარკა, იგივე კუთხლივ სახეხი ხელსაწყო, არის ხელის ელექტრო ინსტრუმენტი, რომელსაც გამოყენებული დანით ან სხვა დამატებითი დეტალებით შეუძლია გახეხოს, გაწმინდოს, გააპრიალოს, გაჭრას, გალესოს და გაასუფთაოს სხვადასხვა მასალა. შესაბამისად, არსებობს სპეციალური დანის პირები და თითოეულ მასალასთან მუშაობა უნდა მოხდეს შესაფერისით.
კუთხლივ სახეხი მანქანა არის ხელის ელექტრული ხელსაწყო, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ლითონის დამზადების სხვადასხვა სამუშაოებისთვის, რომელიც მოიცავს ლითონის ჭრას, დაფქვას, გაფცქვნას, დასრულებას და გაპრიალებას. ბარგალკას ყველაზე გავრცელებული ტიპებია ელექტროენერგიით, კაბელზე მომუშავე ან ბატარეით მომუშავე.
კრამიტს, ლითონს, ქვას, ბეტონს, აგურს და ხეს არ შეიძლება ერთი და იმავე პირით ამუშავებდეს სპეციალისტი. ბაზარზე წარმოდგენილია როგორც კაბელიანი, ასევე უკაბელო კუთხლივ სახეხი ხელსაწყოები. როგორც წესი, სადენიანი მოდელები ცოტა უფრო მძლავრია, მაგრამ მთავარი პირობაა ბალგარკა მუდმივად გქონდეთ მიერთებული დენის წყაროსთან.
ბარგალკას ყველაზე გავრცელებული ზომა, რომელიც იყიდება, არის 115 მმ. ამ ზომის მოდელი არის მსუბუქი, ზუსტი და ზოგადად ძალიან მარტივი გამოსაყენებელი; რაც მას შესანიშნავ არჩევანს ხდის როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალისთვის.
კუთხსაჭრელის ძირითადი მახასიათებლები
კუთხსაჭრელის სიძლიერე განისაზღვრება ვატში, იგი მოქმედებს მუშაობის ხარისხზე, თუ რამდენი ხანი შეუძლია მუშაობა შეუჩერებლივ. საყოფაცხოვრებო კუთხსაჭრელი საკმარისია 500-1000 ვატზე მომუშავე.
დისკის დიამეტრი განსაზღვრავს რამდენად ღრმად შეუძლია კუთხსაჭრელს მოჭრა. 115მმ-იან დისკს შეუძლია 30მმ-ზე მოჭრა, 230მმ-ს -80 მმ ზე მეტზე. ძირითადი ზომები არის 115, 125, 150, 180, 200 და 230მმ-ანი კუთხსაჭრელები და კუთხსახეხები.
ელექტრო კუთხლივი სახეხის არჩევისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ შემდეგი მახასიათებლები: ძრავის კვების წყარო, სიმძლავრე, ბრუნვის, მომენტი, დიამტერი.
კუთხსაჭრელი მუშაობას თავიდან იწყებს ნელა, აჩქარების გარეშე . ეს არის უსაფრთხოებისათვის და მოხერხებულობისათვის, რომ თავიდანვე დაიწყო მუშაობა სწორად და უსაფრთხოდ.
პოპულარული მოდელები