გაწიეთ ნებისმიერი მანქანა მარტივად, საბუქსირე თოკის მეშვეობით
ბუქსირების თოკები არის გამძლე თოკი, რომელიც განკუთვნილია ბუქსირისთვის, მანქანის გასაწევად და შესაძლოა სხვა გამოყენებისთვისაც. ბუქსირების თოკი უნდა იყოს ნამდვილი თოკი - ეს არის დაგრეხილი და ნაწნავი ძაფებით, ბუნებრივი ან სინთეზური ბოჭკოებისგან დამზადებული, რომელთა ორივე ბოლო მთავრდება ან წნული მარყუჟებით, კაკვებით, ბორკილებით ან სატრანსპორტო საშუალებების დასამაგრებლით.
თუ ცხოვრობთ ისეთ უბანში, სადაც ძლიერი თოვლი იცის, თქვენ არ მოგინდებათ მოძრაობა ბუქსირის თოკის გარეშე. მათი გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ჩარჩენილი ან ჩავარდნილი მანქანების გასაწევად.
რას უნდა მივაქციოთ არსებითი ყურადღება?
ბუქსირის თოკი - მანქანის აქსესუარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც უნდა იყოს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალისაგან დამზადებული და უნდა ჰქონდეს სხვა ისეთი ინდიკატორები, რომლებიც რეგულირდება საგზაო მოძრაობის წესებით.
მაგალითად, მისი სიგრძე უნდა იყოს მინიმუმ 4 მეტრი და არაუმეტეს 6 მეტრი. თუ ეს მაჩვენებელი მეტი ან ნაკლებია, მაშინ ავტომობილის ტრანსპორტირება რთული იქნება.
გამოცდილი მძღოლები გირჩევენ ყიდვამდე აუციელებლად შეამოწმოთ თოკი და არ დაუჯეროთ მხოლოდ ეტიკეტზე განთვასებულ მონაცემებს. ბევრ მწარმოებელს შეუძლია მიუთითოს ერთი სიგრძე, მაგრამ სინამდვილეში ეს გაცილებით მცირე იყოს. ამიტომ, სანამ იყიდით, აუცილებლად თავად შეამოწმეთ სიგრძე.
რა მასალისგან მზადდება საბუქსირე თოკი?
ლითონის კაბელი ადვილად უძლებს ნებისმიერ დატვირთვას და ეს არის მისი მთავარი უპირატესობა. ყველაზე ხშირად, ეს ვარიანტი გამოიყენება სატვირთო მანქანებისთვის. თუმცა, არ არის შესაფერისი სამგზავრო მანქანებისთვის.
ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ ლითონი ყოველთვის ექვემდებარება კოროზიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ტენიანობისგან მაქსიმალურად უნდა დაიცვათ.
ნეილონის, იგივე კაპრონის თოკები ადვილად უძლებენ მაღალ დატვირთვას, დაბალ ტემპერატურას და ამასთან, იკავებენ მინიმალურ ადგილს მანქანაში. თუმცა, აქაც არსებობს ერთი მინუსი - ნეილონის ვერსია კარგია იმ შემთხვევაში, როდესაც მანქანას აბუქსირებთ სწორ გზაზე. ტალახიდან ან ჭაობებიდან ავტომობილის გამოსაყვანად, ასეთი ვარიანტი არ არის შესაფერისი.
პოლიპროპილენის თოკი ძალიან ელასტიურია, აქვს ზამბარის თვისებები, არის ძალიან გამძლე და საიმედო. მისი გამოყენება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მოსაყვანად, რომელსაც შეუძლია გაუძლოს 5 ტონამდე დატვირთვას.
პოპულარული მოდელები