ბოთლის გამხსნელების მრავალფეროვანი არჩევანი
გაეცანით მიმოხილვას საუკეთესო ბოთლის გამხსნელებთან დაკავშირებით. ეს არის პროდუქტი, რომელზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ უამრავი სახეობა აქვს.
სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის ბოთლის გასახსნელებიდან თქვენ აუცილებლად შეძლებთ თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტის არჩევას.
ბოთლის გასახსნელი დღეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ინსტრუმენტი. საუკეთესო წარმომადგენლები აერთიანებენ ფუნქციურობასა და მრავალფეროვან დიზაინებს.

კედელზე დამონტაჟებული ბოთლის გასახსნელის შესახებ თუ გსმენიათ? უფრო და უფრო პოპულარული ხდება მისი გამოყენება ბარებსა და ფაბებში. თუმცა, თუ მუდმივად გასახსნელის ძებნაში ხართ და საჭიროების შემთხვევაში ბევრ დროს ხარჯავთ ამაში, მაშინ დროა სახლშიც დააინსტალიროთ კედლის გასახსნელი.
ამისთვის შესაფერისი ადგილებია სამზარეულო, სარდაფი, ავტოფარეხი, ან ის ადგილი, სადაც ლუდს ყველაზე ხშირად მიირთმევთ.
უკვე ფართოდაა გავრცელებული მაგნიტური ბოთლის გასახსნელებიც. ის არის ძალიან დახვეწილი და მარტივი გასახსნელი, რომელიც მაგნიტიზირებულია და მაგრდება მაცივარზე.
გაოცდებით, როდესაც გაიგებთ, რომ სპეციალურად ველოსიპედისტებისთვის შეიქმნა ბოთლის გასახსნელი. იგი მაგრდება ველოსიპედზე და მის გამოყენებას შეძლებთ ყოველთვის, როცა ცივი სასმლის მირთმევას მოისურვებთ.
არსებობს პერსონალიზებული ბოთლის გასახსნელებიც. საკმარისია, დააკონფიგურიროთ პარამეტრები და თითქმის შეუზღუდავია მისი გამოყენების არეალი.
ხომ შეგხვედრიათ სპეციალური დამჭერებით შეკრული ლუდის ბოთლები? როგორ გგონიათ, ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე გასახსნელი შეძლებს ბოთლის სახურავის გახსნას, ისე რომ ბოთლი არ გატყდეს? რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს. სპეციალურად ამ მიზნითა შექმნილი ბოთლის გასახსნელის კიდევ ერთი ვარიანტი.

კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული მოდელია ე.წ. ბარის გასაღები ან როგორც მას მეორენაირად უწოდებენ - ბრტყელი გამხსნელი, რომელიც უჟანგავი ფოლადისგან მზადდება.
იგი არის ძალიან გამძლე , ფუნქციონალური და შეუძლია გახსნას ნებისმიერი ბოთლის თავსახური, ხელის ერთი მოძრაობით უსწრაფესად. მისი მოსახერხებელი ზომის გამო, ბარმენები ხშირად ამ ინსტრუმენტს უკანა ჯიბით დაატარებენ და საკმაოდ ეფექტურად იყენებენ, საჭირო დროს. რა თქმა უნდა, თქვენც შეგიძლიათ სახლში იგივე სცადოთ, ან/და სამზარეულოს უჯრაში შეინახოთ.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







