არის თუ არა ბატუტი უსაფრთხო ბავშვებისთვის?

ბატუტი უსაფრთხოა თუ არა პატარა ბავშებისთვის, ამ კითხვას ყველა მშობელი უსვამს საკუთარ თავს, როდესაც მის პირისპირ აღმოჩნდება. დიახ, ბატუტი ნამდვილად არის გართობისა და ვარჯიშის კარგი საშუალება ბავშვებისთვის, მაგრამ არის თუ არა ამავდროულად უსაფრთხოც? 

2 წლის ასაკიდან ბავშვები მასიურად იწყებენ ინტერესის გამოხატვას ბატუტის მიმართ, თუმცა, ზოგადი სამედიცინო რეკომენდაციაა, რომ 2 წლის ბავშვებმა არ გამოიყენონ ბატუტი.

არის თუ არა ბატუტი უსაფრთხო ბავშვებისთვის?

მეტიც, ამერიკის პედიატრთა ასოციაცია გვირჩევს, რომ ექვს წლამდე ბავშვები სრულად მოვარიდოთ ბატუტს. 

ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების შენარჩუნების მთავარი წესი მშობლის მხრიდან მეთვალყურეობაა. ზრდასრული ადამიანი ყოველთვის უნდა აკვირდებოდეს ბავშვს, როდესაც ბავშვი გასართობად იყენებს ზამბარიან მოწყობილობებს!

შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს ხომ ისედაც ნათელია და ყველა მშობელი ასე უნდა იქცეოდეს, თუმცა, ყველაზე მეტ შეცდომას მშობლები, სწორედ ყურადღებისა და მონიტორინგის ნაწილში უშვებენ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გარდა გასართობი დანიშნულებისა, ზოგიერთ შემთხვევებში, ბატუტს განვითარებისა და ქცევითი პრობლემების აღმოსაფხვრელად ნიშნავენ ბავშვებში.

თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ ბატუტის გამოყენება თქვენი შვილების გასართობად, ჩვენი რეკომენდაციაა ყურადღებით გაეცნოთ  ბლოგს, რათა წინასწარ იყოთ ინფორმირებული შესაძლო რისკებთან დაკავშირებით. 

რატომ არის არის რეკომენდებული 2 წლის ბავშვებში ბატუტის გამოყენება?

ბავშვებს ამ ასაკში არ აქვთ წონასწორობის დაცვის ადეკვატური უნარი, მათ კუნთებს არ შესწევთ ძალა, „გაუმკლავდნენ“ დახტომის სიმძიმეს.

ბატუტი საფრთხეს წარმოადგენს ამ ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის, ვინაიდან, მათ გონებრივი განვითარებიდან გამომდინარე ვერ ექნებათ გააზრებული მოსალოდნელი საფრთხეები, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს დაცემით. რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლიდან დაცემას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაზიანებები. მაგალითად, როგორიცაა თავის ტრავმა ე.წ. ტვინის შერყევა ან სხეულის დაზიანება,  ძვლების მოტეხილობა.

დააკვირდებოდით, რომ ზოგიერთი 2 წლის ბავშვი, ბატუტზე დახმარების გარეშე ახერხებს ხტუნაობას, თუმცა, უმეტესობას დახმარებას სჭირდება.

ამიტომაც, სპეციალურად ამ ასაკობრივი კატეგორიის ბავშვებისთვის შექმნილ ბატუტებს, აქვს დამჭერი ზოლი. იგი ამცირებს ტრავმების რისკებს. იმისათვის, რომ ბავშვმა მოახერხოს ბატუტის უსაფრთხოდ გამოყენება, ჯერ პატარა ბატუტს უნდა მიაჩვიოთ და თანდათან გადაიყვანოთ მოზრდილებისთვის განკუთვნილ ბატუტზე.