ჯამიანი მიქსერი-გაიმარტივეთ მომზადების პროცესი
მიქსერი, უკვე ყველა სამზარეულოში დამკვიდრებული ტექნიკაა. დიასახლისები აქტიურად ხმარობენ მას, განსაკუთრებით ისინი, ვისაც უყვართ ტორტისა და ნამცხვრების გამოცხობა. მიქსერის დახმარებით შესაძლებელია გემრიელი და კარგი კრემის გაკეთება.
მიქსერის მოთხოვნადობასთან ერთად, გაიზარდა მათი რაოდენობა ბაზარზე. თითქმის ყველა ტექნიკის ბრენდი უშვებს მას. ამის გამო მიქსერის არჩევა საკამოდ გართულდა.
რა უნდა გაითვალისწინოთ მიქსერის შერჩევისას?
იმისათვის რომ მიქსერის არჩევა თქვენთვის უფრო მარტივი გახდეს, არის რამდენიმე რამ რაც უნდა გაითვალისწინოთ. ეს დაგეხმარებათ თქვენი საჭიროების მიხედვით აირჩიოთ ტექნიკა:
- ბრენდი - ხარისხის და კომპლექტაციის განსაზღვრისთვის. რაც უფრო ცნობილია ბრენდი, მით ხარისხიანი ტექნიკა ექნება.
- ფასი - ვინაიდან საფასო სეგმენტი ძალიან დიდია, ოპტიმალური არჩევნის გაკეთება მნიშვნელოვანია
- მახასიათებლები - მიქსერების მახასიათებლები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომლითაც მათი შერჩევა ხდება. ფუნქციონალი და გამოყენების წესები მნიშვნელოვნად განსხვავდება მოდელების მიხედვით.
ჯამიანი მიქსერი
ჩვეულებრივი მიქსერისგან განსხვავებით, არ გჭირდება რომ ჯამიანი მიქსერი ხელით გეჭიროთ და ისე მოიხმაროთ, შესაბამისად ეს შეგიმსუბუქებთ შრომას. გარდა ამისა, ჯამიანი მიქსერი არის უფრო ძლიერი და გაცილებით სწრაფად ამზადებს. მიქსერის სრული მოცულობა 6 ლიტრს შეადგენს, ჯამში შესაძლებელია 4,5 ლიტრამდე სითხის მოთავსება. 8 სიჩქარიანია.
ჯამიანი მიქსერი საშუალებას გაძლევთ იდეალურად შეურიოთ სხვადასხვა ტიპის ინგრედინტები ერთმანეთს. ჯამი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისაგან. მოჰყვება დამატებითი აქსესუარები, რომლებიც ასევე დამზადებულია უმაღლესი ხარისხის უჟანგავი ფოლადისაგან. ჯამიანი მიქსერი, რომელიც გამოირჩევა ერგონომიული დიზაინითა და მაღალი ხარისხით გაგიმარტივებთ მზადების პროცესს.
პოპულარული მოდელები