ძირითადი რჩევები და რეკომენდაციები გასაბერი აუზების შეძენისას!
არსებობს საბავშვო და საოჯახო გასაბერი აუზები. ამათგან, საბავშვო კატეგორიის გასაბერი მიმართულება პრემიუმ კლასად მიიჩნევა. თუ ბავშვისთვის არ ყიდულობთ, ძირითადი არჩევანი ცხადია შედარებით დიდი ზომის, საოჯახო გასაბერ აუზებს შორის უნდა გააკეთოთ.

ძირითადი რჩევები და რეკომენდაციები აუზების შეძენისას:
პირველ რიგში შეარჩიეთ ზომა - იმის მიხედვით, სად აპირებთ მის დადგმას, რა ფართობი გაქვთ თავისუფალი და ხომ არ შეგიქმნით დისკომფორტს;
გაითვალისწინეთ სიღრმე - თუ ბავშვებიც აპირებენ მასში გართობას, იცოდეთ, რომ ყველაზე ღრმა გასაბერი აუზი სიღრმით დაახლოებით 1 მეტრია და მოდელიც ამის მიხედვით შეარჩიეთ. თუ ასაკით ამაზე პატარები არიან, აუცილებლად შეიძინეთ დამცავი გასაბერი აქსესუარებიც;
ფილტრიანი აუზი ზოგადად უფრო ჰიგიენური და კომფორტულია, ამიტომ თუ ბიუჯეტი საშუალებას გაძლევთ, მითუმეტეს რომ ფასში განსხვავება არცისე დიდია, გირჩევთ ამ ტიპის მოდელები შეიძინოთ;
ყურადღება მიაქციეთ წყლის ტევადობასაც, რაც უფრო დიდია აუზი მით უფრო სასიამოვნოა მისი გამოყენება.

აუცილებლად ეცადეთ, იყიდოთ აუზი დამცლელი სარქველით, ეს ამარტივებს წყლის დაცლას საჭიროების შემთხვევაში ან ავტომატურად ცლის მას ზომაზე მეტი წყლის მოხვედრის დროს;
ფასი - ყიდვამდე გირჩევთ გადახედოთ ფასებს სხვადასხვა ოფლაინ ან ონლაინ მაღაზიებში, ყურადღება მიაქციოთ შესულია თუ არა ფასში მიტანის სერვისი და ცხადია, აირჩიეთ საუკეთესო ვარიანტი;
გადახედეთ საიტის/მაღაზიის შეფასებებსაც - არ იყიდოთ აუზი დაბალ რეიტინგიანი, ახლად გახსნილი, საეჭვო რეპუტაციის მაღაზიებში, მითუმეტეს, თუ ამას ინტერნეტში აპირებთ;
რეკომენდირებულია აუზი ყიდვის დროს ადგილზე ნახოთ, ან ინტერნეტ მაღაზიების შემთხვევაში ისეთი მათგანი შეარჩიოთ, რომელსაც მაქსიმალურად კარგად აქვს წარმოდგენილი ისინი ფოტოების და/ან ვიდეო მიმოხილვების სახით.
საჭიროების შემთხვევაში განვადება ძალიან მოსახერხებელი რამ გახლავთ და ეცადეთ, თუ თანხის ერთიანად გადახდა არ გსურთ, ამ სერვისით ისარგებლოთ. შესაბამისად, აუზის ყიდვა იმ მაღაზიაში ჯობს, რომელიც მაქსიმალურად იაფ და მარტივ განვადებას გთავაზობთ.
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-

როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-

როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-

როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-

კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-

Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-

კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-

DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...







