ჩირის აპარატი და მისი უპირატესობები
ჩირის აპარატი ნამდვილად იდეალური ტექნიკაა ჯანსაღი ტკბილეულის მოსამზადებლად. ჩირის აპარატი არის ელექტრონული მოწყობილობა ვენტილატორით (ან ვენტილატორებით), რომლებიც შექმნილია ახალი ხილის, ბოსტნეულის, მწვანილისა და ხორცის შესანარჩუნებლად, მათი ტენიანობის მოხსნით. ვენტილატორი ავრცელებს თბილ ჰაერს საკვების გარშემო.
საკვების გაშრობა მარტივი, უსაფრთხო და ადვილია. თანამედროვე ჩირის აპარატით, ყველაფერი შეიძლება გამოაშროთ მთელი წლის განმავლობაში სახლში, მაგალითად, ხილი, გააკეთოთ ბანანის ჩიფსები და გამოაშროთ ძროხის ხორცი.
გაშრობა აშორებს ტენიანობას საკვებიდან, ამიტომ ბაქტერიები ვერ გამრავლდება და ვერ გააფუჭებს საკვებს.
როგორ უნდა შევარჩიოთ ჩირის აპარატი
ჩირის აპარატის სწორად არჩევა მნიშვნელოვანია. რამდენიმე ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული, რათა შეძლოთ ხარისხიანი და გამძლე აპარატის შეძენა და ხმარება. პირველ რიგში წინასწარ უნდა იცოდეთ, თუ რომელ პროდუქტს გაახმობთ მასში.
ჩირის აპარატის ძირითადი პარამეტრები, რომელზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება:
- ძალა - მისი სიმძლავრე მინიმუმ 500 ვატი უნდა იყოს.
- რიგის რაოდენობა;
- უჯრების ზომა;
- წარმოებული მასალა - უკეთესი იქნება თუ ლითონისგან დამზადებულ ტექნიკას შეიძენთ, რაგდან ის გაცილებით დიდხანს ძლებს.
Gemlux GL-FD-01R
ეს მოდელი საკმაოდ კომპაქტური და მარტივად გამოსაყენებელია. მას გააჩნია ციფრული ჩვენების ეკრანი, რომელიც მიმდინარე პროცესებს გაჩვენებთ და გაცნობებთ. ასევე გააჩნია გადახურებისგან დამცავი სისტემა. ასეთი მოდელი შედარებით დიდი ხანი გასძლებს.
მისი თასების დიამეტრი 32.5 სმ-ია. გარდა ამისა, მას გააჩნია:
- ტაიმერით ავტომატური გამორთვის შესაძლებლობა;
- მაღალი ხარისხის პლასტიკური მასალები;
- ეკრანი აჩვენებს პროცესის დასრულებამდე დარჩენილ დროს;
- შეგიძლიათ აპარატში განათავსოთ მშრალი მჭლე ხორცი;
- მოიხმარს დაბალ ენერგიას.
პოპულარული მოდელები