ჩვეულებრივი ეპილატორი vs ფოტო ეპილატორი
ეპილატორები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თმის მოცილებისთვის; გაპარსვისგან განსხვავებით, თქვენ არ გჭირდებათ ამის გაკეთება ყოველ რამდენიმე დღეში. ასევე, ცვილის ეპილაციისგან განსხვავებით, არ უნდა დაელოდოთ თმის სრულყოფილ სიგრძემდე ზრდას, მომდევნო სეანსამდე.
ორივე მეთოდის ცდის მერე, ბევრი ქალი მიმართავს ეპილატორს, უკეთესი ვარიანტის მოსაძებნად. საკმარისია ითქვას, რომ ძალიან ცოტა მათგანი უბრუნდება ცვილსა და საპარსს.
ეპილატორი
ეპილატორი მუშაობს ფოლიკულიდან თმების მოცილებით მბრუნავი პინცეტის გამოყენებით. ეს საკმაოდ მტკივნეულად ჟღერს, მაგრამ ახლა არსებობს უამრავი ეპილატორი, რომელიც შექმნილია მაქსიმალურად უმტკივნეულო გამოყენებისთვის.
რადგან თმა ძირიდან იჭრება, ჩვეულებრივ, დაახლოებით სამი-ოთხი კვირა სჭირდება მის აღდგენას, რაც ნიშნავს, რომ ეპილაცია თმის მოცილების ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი მეთოდია. ეპილაცია არ გამოიწვევს თმის საბოლოოდ მოცილებას, მაგრამ თმას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, რათა კვლავ გაიზარდოს და შესამჩნევად თხელი და მწირი გახდება.
ნებისმიერი თმის მოცილების მეთოდის მსგავსად, რომელიც აშორებს თმას ფოლიკულის დონეზე, შეიძლება არსებობდეს დისკომფორტი, მაგრამ ეს განსხვავდება ინდივიდუალურად. საუკეთესო ეპილატორები შეამცირებს ტკივილს და ზოგიერთმა შეიძლება საერთოდ არ გამოიწვიოს რაიმე დისკომფორტი, ამიტომ ღირს ცოტა ზედმეტის დახარჯვა, თუ განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ ტკივილის მიმართ.
ფოტო ეპილატორი
ფოტო ეპილატორი პრემიუმ ხარისხის, პროფესიონალური ეპილატორია, რომელსაც შედარებით მაღალი ფასი აქვს, თუმცა რადიკალურად განსხვავებული ფუნქციონალით გამოირჩევა.
ფოტოეპილაციას უწოდებენ არასასურველი თმის მოცილებას ინტენსიური პულსირებული შუქის გამოყენებით (IPL) და ბევრის აზრით ყველაზე ეფექტურ მეთოდადაა მიჩნეული, სხეულზე თმის მოსაშორებლად - ცვილის ან შაქრის პასტის მოცილებაზე უკეთესიც კია.
მას შემდეგ, რაც სტანდარტული ეპილატორების მოდელები თანდათან დაიხვეწა და ბაზარზე აქტიურად გამოჩდა ფოტო (ლაზერული) ეპილატორი, ამან უამრავი ქალის ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად გაამარტივა. ჩვეუკებრივი ეპილატორისგან განსხვავებით, ფოტო (იგივე ლაზერული) ეპილატორები სხივების საშუალებით, უმტკივნეულოდ აშორებს სხეულიდან თმას.
პოპულარული მოდელები