შალაშინი ხის დამუშავებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია

შალაშინს ეძებთ? ჩვენ განვიხილეთ შალაშინის რამდენიმე ვარიანი სხვადასხვა საფასო კატეგორიაში და გირჩევთ, რა ფაქტორები გაითვალისწინოთ შალაშინის შეძენისას!

დროისა და ენერგიის დაზოგვა არის ელექტრო ინსტრუმენტების გამოყენების ორი მთავარი უპირატესობა და ხის დასამუშავებელი შალაშინი ამის შესანიშნავი მაგალითია.

მისი გამოყენება დაგიზოგავთ უზარმაზარ დროსა და ენერგიას. ელექტრო შალაშინს შეუძლია თქვენი ხის ზედაპირის გასწორება მხოლოდ რამდენიმე გადატარებით. მიუხედავად იმისა, რომ შალაშინის მოტორის ბრუნვების რიცხვი, სიმძლავრე და სხვა ფაქტორები საკმაოდ მნიშვნელოვანია, გვერწმუნეთ, სხვა თანაბარ პირობებში შალაშინის სიმსუბუქეს და ამ მხრივ მოხერხებულობას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ

შალაშინი ხის დამუშავებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია

თანამედროვე ელექტრო შალაშინების დიზაინში გამოყენებულია დანების კონფიგურაცია, რაც საშუალებას გაძლევთ უხეში ზედაპირი აქციოთ გლუვად. ტრადიციული ხელის შალაშინები იყენებენ ერთ პირს, ხოლო საუკეთესო ელექტრო შალაშინის მოდელები იყენებს საჭრელის თავზე მიმაგრებულ წყვილს, ან მეტს. 

ყურადღება მიაქციეთ, რამდენად მარტივია დანების შეცვლა. მუშაობის დროს ამ პროცესის ხანგრძლივობა საკმაოდ ღირებული ფაქტორია და გირჩევთ, ამ მხრივ სიმარტივეს მიანიჭოთ უპირატესობა

შალაშინი ხის დამუშავებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია

საჭრელი თავი ტრიალებს, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ პირს გაჭრას ხის ზედაპირი და ამოიღოს მასალა. შეძენამდე აუცილებლად გაარკვიეთ, როგორ მუშაობს შალაშინი როგორც მყარი, ისე რბილი ხის ზედაპირზე

ელექტრო შალაშინს აქვს ორი ცალი ბაზა ან ფეხი, მისი უკანა ნაწილზე კი თანაბრად ხდება დანის თავით ჭრა.

ეს განლაგება საშუალებას აძლევს შალაშინს მოეჭიდოს ხეს უშუალოდ მუშაობის პროცესში. შესაძლებელია, შეცვალოთ ფსკერის წინა ნაწილის სიმაღლე, რათა საჭრელი თავი მეტად გამოიკვეთოს.

რაც უფრო დიდია საჭრელი თავის სიღრმე, მით უფრო ღრმად გაჭრით ხეს თითოეულ გატარებაზე. საუკეთესო ელექტრო შალაშინი 1/16 ინჩამდე ზღუდავს მაქსიმალურ სიღრმეს უსაფრთხოების მიზნით, ვინაიდან უფრო ღრმად გაჭრა გაართულებს კონტროლს.

წინა პოსტი: რჩევები შალაშინის ყიდვის მსურველთათვის.

ერთ-ერთი ფაქტორი გახლავთ მტვრის შეგროვების შესაძლებლობა. 

შალაშინებს, რომლებსაც მტვერსასრუტთან მიერთების საშუალება არ აქვთ, ბოლო პერიოდში თითქმის ვეღარ შეხვდებით, მიუხედავად ამისა, უნდა იცოდეთ, რომ ისინი ძალიან მოუხერხებელია.

პოპულარული მოდელები

სარანდავი 235მმ Total THT9391
სარანდავი 235მმ Total THT9391
Regular price 29 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო შალაშინი 1050W INGCO PL10508
ელექტრო შალაშინი 1050W INGCO PL10508
Regular price 269.00 ლარი 239 ლარი / თვეში 13 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელექტრო შალაშინი Bosch GHO 6500
ელექტრო შალაშინი Bosch GHO 6500
Regular price 389 ლარი / თვეში 21 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
ელ. დანადგარი შალაშინი (რეისმუსით) INGCO JAP15001
ელ. დანადგარი შალაშინი (რეისმუსით) INGCO JAP15001
Regular price 897.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი