მოდური ქალის მზის სათვალეების ფორმები 2022 წელს
სათვალეები ოცდამეერთე საუკუნის აუთფითის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია. ლამაზი და გემოვნებიანი სათვალე გაალამაზებს და უფრო მიმზიდველს გახდის თქვენს სტილს.
მოდა დროთა განმავლობაში ვითარდება, ისე როგორც იცვლება კაბისა და შარვლის ფორმა და სტილი, შესაბამისად ასევე იცვლება სათვალის ჩარჩოს ფორმა.
Cat-Eye
კატის ფორმის სათვალე, ეს არის სათვალე, რომელიც შემქნის დღიდან მოდიდან თითქმის არ გადასულა. არ აქვს მნიშვნელობა რომელ მოდის სტილს მიყვებით, რადგან CAT-EYE სათვალეები ყველას გემოვნებაში ჯდება.
2022 წლის გაზაფხულზე კატის ფრომის სათვალეები განსაკუთრებით მოდაში გახდა.
ყველათვის ცნობილი მოდის ბრენდმა ბალენსიაგამ შექმნა CAT-EYE SUNGLASSES, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა.
Twisted Cat-Eye Acetate Sunglasses:
Balenciaga-ს სათვალე არის კლასიკური კატის თვალის ფრომის ჩარჩოსგან დამზადებული. ისინი შექმნილია იტალიაში მყარი აცეტატისგან.
- შემადგენლობა: აცეტატი
- 100% UV დაცვა
- დამზადებულია იტალიაში
Shield Sunglasses
Shield Sunglasses ადრე მხოლოდ სათხილამუროდ, ანდაც თოვლის კურორტების დროს გამოიყენებოდა, რადგან მათ სხვა ფორმის სათვალეებთან შედარებით დიდი ზომა აქვს.
მაგრამ დროთა განმავლობაში მოდის ინდუსტრიამ აიტაცა და მოდის ნაწილად აქცია ის.
გარდა იმისა, რომ Shield Sunglasses იცავს თვალებს დაზიანებისგან, ის პოპულარული გახდა, იმიტომ, რომ მისი ტარების დროს ადამიანს არ სჭირდება რაიმე დამატებითი აქსესუარების ტარება. თქვენ მხოლოდ უნდა გაიკეთოთ სათვალე და ის ყველაფერს თავად გააკეთებს.