ფრეზის აპარატი DEWALT DW625E - მიმოხილვა
DEWALT - ის მიერ წარმოებულ ხის დასამუშავებელ ფრეზის აპარატს, DEWALT DW625E -ს, გააჩნია სიჩქარის ცვლადი კონტროლი და აღჭურვილია სრულ განაკვეთზე ელექტრული უკუკავშირით, რომელიც უზრუნველყოფს ძრავის სიჩქარის შენარჩუნებას ჭრის დროს.
ორმაგი LED- ები და გამჭვირვალე ქვედა ბაზა ხელს უწყობს მაქსიმალურ ხილვადობას, რეგულირების რგოლი კი, კონტროლირებადი ბიტის სიღრმის ცვლილებების განხორციელების საშუალებას იძლევა. თვალი გადაავლეთ , DEWALT DW625E - ის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს :
- სიმძლავრე : 2000 W
- ბრუნის რაოდენობა წუთში : 8000-24000
- ფრეზის მაქს. დიამეტრი : 50 მმ
- ცანგა : 12 მმ
- თავაკის სვლა : 80 მმ
- ხმაურის დონე : 92 დბ
ძირითადი ფუნქციური მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ბრუნვის სიხშირის რეგულირება, მდორე ჩართვის რეჟიმი, მტვერსაცლელთან მიერთებისა და დატვირთვის ქვეშ, მუდმივი ბრუნვის სიხშირის შენარჩუნების შესაძლებლობა. ფრეზირების სიღრმის რეგულატორი 0,1მმ სიზუსტისაა.
ასევე, აქვს შპინდელის ბლოკირების ფუნქცია, ფრეზირების სიღრმის 3 ფიქსირებული მდგომარეობა და ნახერხის მოშორების სისტემა
აპარატის შეძენის შემთხვევაში, თქვენს ფრეზის კომპლექტაციაში იქნება 12მმ - იანი ცანგა, 22მმ - იანი გასაღები და 30მმ - იანი მიმმართველი გილზა. ასევე, გათვალისწინებულია ჩემოდანი, გადამყვანი მტვერსაცლელისათვის და პარალელური მიმმართველი, ზუსტი რეგულირებისათვის.
არ გამოგრჩეთ: ფრეზის სხვა მოდელების მიმოხილვები.
DEWALT DW625E -ის მოდელს ფიზიკური პარამეტრებიც მომხიბვლელი აქვს. კერძოდ, მისი წონა 5,1 კგ -ია, ზომა - 290х295 მმ, სადენის სიგრძე - 2.5 მეტრი. ფრეზის ეს კომპაქტური აპარატი აერთიანებს ძალას, სიმარტივეს და ერგონომიულ მახასიათებლებს.
DEWALT DW625E -ის რეგულარული ფასია 2100 ლარი. როგორც უკვე, ჩვენი ბლოგის მკითხველებისთვის ცნობილია, Isurve.ge გთავაზობთ ონლაინ განვადების შესაძლებლობას. განვადებით სარგებლობისას, თვეში 113 ლარად შეიძენთ უმაღლესი ხარისხის ფრეზის აპარატს, რომელზეც 1 წლიანი საგარანტიო პირობები გავრცელდება.
დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში,საგარანტიო პირობები ნივთის შეცვლას ითვალისწინებს.
პოპულარული მოდელები