სწორად შეარჩიეთ საუთოო მაგიდა
საუთოო მაგიდა არის ერთ-ერთი საჭირო ნივთი, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტულად და ხარისხიანად ტანსაცმლის გაუთოებას.
მოსახერხებელი და მაღალი ხარისხის საუთოო მაგიდა საკმაოდ ამარტივებს გაუთოების პროცესს. სხვა საყოფაცხოვრებო მსხვილ თუ წვრილ ტექნიკასთან ერთად, ისიც ერთ-ერთი აუცილებელი და გამოსადეგი ნივთია.
მაგიდების ზომა სიგრძე-სიგანითა და სიმაღლის დანამატით განსხვავდება ერთმანეთისგან. თუ დიდი ზომის თეთრეულს აუთოებთ, მაგალითად, საწოლის გადასაფარებლებსა და ფარდებს, ამ შემთხვევაში, მოსახერებელია რკინის კონსტრუქციით აღჭურვილი დაფები, რომელსაც სიმაღლის დამატების ფუნქციაც აქვს, რომელიც ამარტივებს პროცესს.
მოზრდილთან ერთად, არსებობს შედარებით მცირე ზომის საუთოო მაგიდები, რომელიც არ დაიკავებს დიდ ადგილს. ასევე კედელზე მიმაგრებული ან კედელში ჩამონტაჟებული საუთოო მაგიდები, რომელიც სივრცის დაზოგვის მიზნით მოსახერხებელია.
თუ ხშირად გიწევთ უთოს გამოყენება, სჯობს დიდი ზედაპირის მქონე საუთოო მაგიდა შეარჩოთ. ამით თქვენს დროს დაზოგავთ (მცირე ზომის ზედაპირიან საუთოო მაგიდაზე ხშირად მოგიწევთ სამოსის გადატრიალება)
საუთოო მაგიდის მასალები და შერჩევის პარამეტრები:
ლითონის მასალისგან დამზადებული დაფები ძლიერი და გამძლეა, მაგრამ მძიმეა და არც ორთქლს ატარებს. თუ იგი დამზადებულია ბადის სახით, გაცილებით მსუბუქი იქნება და ორთქლს ნახვრეტებში გავლაც შეეძლება.
ხე საიმედო და გამძლე მასალაა, მაგრამ არც ისე მსუბუქია. გარდა ამისა, ორთქლის მუდმივი ზემოქმედების შედეგად, ხე დეფორმირდება და სწრაფად ფუჭდება.
თერმოპლასტიკური მაგიდები არის მსუბუქი და გამძლე. გაითვალისწინეთ: დაფა უნდა იყოს საკმარისად რბილი, მაგრამ არა ძალიან გლუვი.
გასაუთოებელი მაგიდა შეიძლება იყოს ნებისმიერი ზომის, მაგრამ რაც უფრო ფართოა, მით უფრო მოსახერხებელია დიდ ნივთებთან მუშაობა (ფარდებთან, თეთრეულთან).
პოპულარული მოდელები
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...