საკონდიტრო აქსესუარები, რომელიც ცხობის ყველა მოყვარულს დააინტერესებს
თუ თქვენ ხართ დამწყები მცხობელი, რომელიც პირადი საცხობი არსენალის შევსებას აპირებს, მათი შეგროვება დაიწყეთ საცხობი ინსტრუმენტების ჩვენს მიერ მომზადებული ჩამონათვალის მიხედვით.
ჩვენ დაგეხმარებით ცხობისთვის აუცილებელი საკონდიტრო აქსესუარების შერჩევაში. საკონდიტრო აქსესუარებს როდესაც ვახსენებთ, ვგულისხმობთ ინსტრუმენტებს, რომლებიც საჭიროა თქვენს სამზარეულოში.
გამოცდილი პროფესიონალები თანხმდებიან, რომ ეს სია საკმარისია იმისათვის, რომ თქვენი პირველი მცდელობები შედეგიანად დასრულდეს და პირველივე ჯერზე იმედგაცრუებამ არ შეგიპყროთ.
თუ თქვენ აცხობთ ნებისმიერი სახეობის ტორტს ან / და ნამცხვარს, დაწყებამდე დარწმუნდით, რომ გაქვთ ეს ინსტრუმენტები:
საზომი ჭიქები და კოვზები - ცხობის დროს მნიშვნელოვანია ზუსტად დაიცვათ პროპორციები. ინგრედიენტების სიზუსტის მიზნით გამოიყენეთ საზომი ჭიქები და კოვზები.
რომელიც სპეციალურად ცხობის მოყვარულებისთვისაა შექმნილი და მისი შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი. გასათვალისწინებელია, რომ სამზარეულოში უნდა იქონიოთ როგორც თხევადი, ასევე, მშრალი ინგრედიენტების ასაწონ/გასაზომი საშუალებები:
- ხის კოვზი - ერთი ხის კოვზი საკმარისია. ინსტრუმენტი ძალიან მოსახერხებელია, ყველა სახის მასის მოსარევად
- ლითონის ასაღები - როდესაც თქვენ დაგჭირდებათ ღუმელიდან გამომცხვარი ფუნთუშების გამოღება, არ არსებობს უკეთესი ინსტრუმენტი, ვიდრე ლითონის ასაღებია. მას აქვს თხელი დანის ფორმა და განსაკუთრებით მოსახერხებელია მისი გამოყენება, როდესაც მაგალითად, ნამცხვრის გადმოღება დაშლის გარეშე გვსურს.
- საკონდიტრო ფუნჯი - ამ ინსტრუმენტს გამოიყენებთ ტაფაზე ცხიმის ან გამომცხვარ პროდუქტზე კარაქისა და კვერცხის გულის მოსასმელად.
- სათქვეფი - რასაკვირველია, ამ ნივთის გარეშე საკონდიტრო ნაწარმის მომზადება არც უნდა დაიწყოთ. ეს არის, მშრალი ინგრედიენტების ერთმანეთთან საფუძვლიანად შერევის, ერთ -ერთი საუკეთესო საშუალება.
- სამზარეულოს მაკრატელი - ეს ინსტრუმენტი ბევრი დანიშნულებით შეიძლება გამოიყენოთ : მწვანილის დაჭრა, პერგამენტის მოჭრა ტაფაზე და კიდევ პაკეტებისა და კონტეინერების გახსნა.
- დანები - თუ სამზარეულოში მხოლოდ ერთი დანა გაქვთ, აუცილებლად შემატეთ მინიმუმ კიდევ ერთი. მაგალითად ისეთი, რომელიც შესანიშნავია ვაშლის მსგავსი პროდუქტების გასათლელად.
- საცხობი ტაფა - მართკუთხა საცხობი ტაფა, 13x9x2- ზე, არის აუცილებელი ზომის საცხობი ტაფა, რომელიც უნდა იყოს თქვენს საკონდიტრო აქსესუარებში.
პოპულარული მოდელები