რა პარამეტრებს უნდა მიაქციოთ ყურადღება საბავშვო ელექტრო მანქანის შერჩევისას!
იმისათვის, რომ თქვენი შვილისთვის საუკეთესო საბავშვო მანქანა შეარჩიოთ, ყურადღებით უნდა მიუდგეთ ყიდვის პროცესს. პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ ტექნიკური მახასიათებლები.
მდიდრული და ძლიერი მანქანებით სიარული, თქვენს ბავშვს უდიდეს სიხარულს მიანიჭებს. დააკვირდით, როგორ იმეორებს თქვენი შვილი ავტომანქანის მართვის თქვენეულ მანერას.
გამძლე ბატარიების და დახვეწილი დიზაინის დამსახურებით, ავტომანქანები ბავშვებისთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სათამაშოები!
საბავშვო ელექტრო მანქანის შეძენისას მიაქციეთ ყურადღება:
დასაშვები წონა - გაითვალისწინეთ ბავშვის (ან ბავშვების) წონა და შეადარეთ იგი შერჩეული მოდელის მისაღებ ზღვარს. არ არის რეკომენდებული ავტომობილის მაქსიმალური დატვირთვა ან დასაშვებ სიჩქარეზე მეტით გადაადგილება, ვინაიდან ეს უარყოფითად მოქმედებს ელექტროძრავის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
აკუმულატორის ძაბვა - ყველაზე ხშირად, მწარმოებლები იყენებენ 6, 12 და 18 ვოლტიან ბატარეებს. 6 ვოლტიანი ბატარეები შესაფერისია მცირე ზომის, ერთკაციანი მანქანებისთვის. უფროსი ასაკისთვის განკუთვნილი საბავშვო ელექტრო მანქანები აღჭურვილი უნდა იყოს მაღალი ძაბვის ელემენტებით.
აკუმულატორის სიმძლავრე - სიმძლავრე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს იმოძრავებს მანქანა დატენვის გარეშე. 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ მოდელი, რომლის სიმძლავრეა 7 ამპერი საათში, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 12 ან 18 ამპერი საათში.
აკუმულატორის სიმძლავრე - სიმძლავრე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს იმოძრავებს მანქანა დატენვის გარეშე. 4 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ მოდელი, რომლის სიმძლავრეა 7 ამპერი საათში, ხოლო უფროსი ასაკის ბავშვებისთვის - 12 ან 18 ამპერი საათში.
ძრავა და მისი სიმძლავრე - მოძრაობის სიჩქარე დამოკიდებულია ძალაზე. 4-5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აზრი არ აქვს ისეთი ელექტრომობილების ყიდვას, რომლებსაც ძლიერი ძრავა აქვს. აი, უფროსი ასაკის ბავშვებს კი ნამდვილად გაახარებთ მაღალძრავიანი მანქანები.
ყურადღება მიაქციეთ ბავშვის მანქანის ტიპს - თუ აპირებთ მაღალი გამავლობის მანქანის შეძენას, მაშინ უმჯობესია შეარჩიოთ საბავშვო ჯიპები. ბევრ ბავშვს მოსწონს დიდი მანქანების ზუსტი ასლები, მაგრამ ამ შემთხვევაში, მწარმოებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სპეციალური ლიცენზია.
Buggy T009TT
ეს არის ორადგილიანი ელექტრო საბავშვო მანქანა, რომლითაც ბავშვებს შეუძლიათ თავიანთ მეგობრებთან ერთად გადაადგილება. მანქანის მართვისას უსაფრთხოება უზრუნველყოფილია სპეციალური ღვედებით.
ამ მოდელშიც შესაძლებელია MP3 პლეერის, SD ბარათის, USB დრაივის დაკავშირება, რათა ბავშვმა საკუთარ სიმღერებს მოუსმინოს.
რეზინის ბორბლები, რომლებსაც მძლავრი ფენა აქვთ, ნაკლებად ექვემდებარებიან აბრაზიას და უფრო ძლიერია, ვიდრე პლასტმასის ბორბლები. კომპლექტში შედის დისტანციური მართვის პულტი, რომელიც აკონტროლებს მანქანას Bluetooth ინტერფეისის გამოყენებით.