რომელია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალებები?
სადეზინფექციო საშუალებები სხვადასხვა რამისთვის გამოიყენება, მაგალითად როგორიცაა, ვირუსებისა და ბაქტერიების გავრცელების საწინააღმდეგოთ. მისი გამოყენება კი ყევლა ოჯახში განსაკუთრებით დაიწყეს კორონა ვირუსის გავრცელების შემდეგ და ალბათ თვქენც მიხვდით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სადეზინფექციო საშალებების ხარისხს.
სამედიცინო სადეზინფექციო ხსნარები შექმნილია როგორც პირადი მოხმარებისთვის (სახლსა თუ სამუშაო სივრცეებში), ასევე სპეციალურად ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის, რომელთა მთავარი დანიშნულება ვირუსებისა და ბაქტერიების მაქსიმალური განადგურებაა.
რომელი სადეზინფექციო ხსნარების ხმარებაა დაშვებული?
რეკომენდებულია იზოპროპილის ან ეთილის სპირტის (როგორც მთავარი ნივთიერებების) გამოყენება 60-დან 80%-მდე კონცენტრაციით. ჯამში არ უნდა იყოს 4 ინგრედიენტზე მეტი, მათ შორის გამოხდილი წყალი და დამატენიანებელი კრემი (გლიცერინი).
არ არის რეკომენდირებული სუნამოებისა და საღებავების შემცველობის მქონე ხსნარების გამოყენება. წყალბადის ზეჟანგი 3%-იანი ოდენობით შეიძლება მოქმედებდეს, როგორც დამხმარე ნივთიერება, რომელსაც ანტიბაქტერიული ეფექტი აქვს.
მეოთხეული ამონიუმის ნაერთები ეფექტურად ებრძვიან პათოგენურ ორგანიზმებს, ხოლო ქლორის შემცველი პროდუქტებისგან განსხვავებით, ისინი არატოქსიკურია ადამიანისა და ცხოველებისათვის. ამავე დროს, ზედაპირის დამუშავებისას, არ იწვევენ კოროზიას.
ალკოჰოლის შემცვლელი სამედიცინო ხსნარები
დღესდღეისობით მედიცინის მუშაკებში დაფუძნდა ის წესი, რომ ისისნი ხელის გასაწმენდად და სადეზინფექციოდ იყენებენ ისეთ ხსნარებს, ან პროდუქტებს, სადაც მაღალი რაოდენობით არის შესული ალკოჰოლი, ან ის ხსნარები, რომლებიც ალკოოლის მაღალ კონცენტრაციას შეიცავენ.
ალკოჰოლის რაოდენობა უნდა იცვლებოდეს 60-80%-ს შორის. სწორედ ეს თანაფარდობა იძლევა სხვადასხვა ბაქტერიისა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ გზას.
ასეთი შემადგენლობა ძალზე ეფექტურია არა მხოლოდ მიკრობების, არამედ სხვადასხვა ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში მაგალითად, როგორიცაა: აივ ინფექცია, ტუბერკულოზი, გრიპი, პნევმონია, ადენოვირუსები და სხვა.
სადეზინფექციო საშუალებები
ლიზოფორმინ 3000:
უნივერსალური სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალება ინსტრუმენტებისათვის, გამრეცხი თვისებებით (ენდოსკოპების ჩათ ვლით). შენობების, ზედაპირების, ინვენტარის, ტექსტილის (ქსოვი ლების) ნაწარმის დეზინფექცია
- სამედიცინო ინსტრუმენტების, ენდოსკოპების დეზინფექცია და გაწმენდა
- ექსპოზიცია: 1.0%-1სთ; 1.5%-30წთ; 2.0%-15წთ.
- ზედაპირები: 0.25%-4სთ.
- ქიმიური სტერილიზაცია: 8%-1სთ.
- შეფუთვა: 20მლ. პაკეტი; 1ლ. ქილა; 5ლ. ავზი.
ლიზოფორმინ სპეციალი:
იხმარება ერთდროულად დეზინფექციისათვის და ზედაპირების გასაწმენდად, ასევე შენობების, ინვენტარის, აბანოების, სასტუმრო ების, ბასეინების, კვებითი დანიშნულების მქონე დაწესებულებების პროფილაქტიკისათვის. აქვს სასიამოვნო სუნი.
- ნივთების, ზედაპირების დეზინფექცია და გაწმენდა
- ექსპოზიცია: 0.5%-4სთ; 0.75%-1სთ; 1.5%-30წთ.
- შეფუთვა: 40მლ. პაკეტი; 1ლ. ქილა.
აეროდეზინი 2000:
გასაფრქვევი პრეპარატი. მცირე ზედაპირების, მათ შორის ძნელად მისადგომი ადგილების სწრაფი დეზინფექციისათვის. ასევე გამოიყენება სისხლისა და ბიოლოგიური ნივთიერებების, ვირუსების, სოკოს დებაქტივაციისათვის, პრეპარატი არ ზავდება, არ შეიცავს ფრეონს, აქვს სასიამოვნო სუნი.
- ფრქვევა: 50მლ-1კვმ ფართობზე.
- შეფუთვა: 2ლ ქილა-გამფრქვევით; 5ლ. ავზი.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...