როგორ შევარჩიოთ სწორი ტევადობის (კგ) სარეცხი მანქანა ოჯახის ზომისა და სარეცხის რაოდენობის მიხედვით?

სარეცხი მანქანა ნებისმიერი ოჯახისთვის აუცილებელი ტექნიკაა, თუმცა მისი სწორი შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არ გახლავთ ნივთი, რომელსაც ყოველთვე ვყიდულობთ.

წინამდებარე პოსტში ტექნიკურ ასპექტებზე მეტად მისი ზომის სწორად შერჩევაზე ვისაუბრებთ, ანუ პასუხს გავცემთ კითხვაზე, რამდენ კგ-იანი სარეცხი მანქანის ყიდვა გახლავთ მიზანშეწონილი თქვენი ოჯახის ზომისა და სარეცხის სიხშირის გათვალისწინებით.

როგორ შევარჩიოთ სწორი ტევადობის (კგ) სარეცხი მანქანა ოჯახის ზომისა და სარეცხის რაოდენობის მიხედვით?

პოსტის ძირითადი ნაწილის გაცნობამდე, წარმოგიდგენთ ისურვეს სარეცხი მანქანების კატეგორიას, სადაც სასურველი მოდელის შერჩევა ძალიან გაგიმარტივდებათ.

სარეცხი მანქანა - ყველა ბრენდის ყველა მოდელი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორი ტევადობის სარეცხი მანქანის შერჩევა დამოკიდებულია ოჯახის წევრების რაოდენობაზე, სარეცხის რაოდენობაზე და რეცხვის სიხშირეზე. ქვემოთ მოცემულია ცხრილი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის შესაფერისი სარეცხი მანქანის არჩევაში:

სარეცხი მანქანის ტევადობა ოჯახის ზომის მიხედვით

 ოჯახის ზომა კგ საუკეთესო ვარიანტი
ერთკაციანი ოჯახი 6-7 კგ მსუბუქი სარეცხი
წყვილი (2 ადამიანი) 7-8 კგ საშუალო რაოდენობის სარეცხი, ხანდახან თეთრეულის რეცხვა
პატარა ოჯახი (3-4 ადამიანი) 8-9 კგ რეგულარული რეცხვა, თეთრეული და პირსახოცები
საშუალო ოჯახი (4-5 ადამიანი) 9 - 10 კგ დიდი დატვირთვა, ხშირი თეთრეულის, პირსახოცების და ტანსაცმლის რეცხვა
დიდი ოჯახი (5+ ადამიანი) 10 - 12+ კგ მძიმე დატვირთვა, დიდი პლედები, ხშირი რეცხვა

რეცხვის სიხშირე

ოჯახის ზომის გარდა, გაითვალისწინეთ, რამდენად ხშირად რეცხავთ და რა ტიპის ტანსაცმელს რეცხავთ:

  • მსუბუქი დატვირთვა (კვირაში 1-2-ჯერ რეცხვა): 6-7 კგ სარეცხი მანქანა საკმარისია ერთკაციანი ოჯახისთვის ან წყვილისთვის. 
  • საშუალო დატვირთვა (კვირაში 3-4-ჯერ რეცხვა): 7-9 კგ მანქანა იდეალურია მცირე და საშუალო ოჯახებისთვის.
  • მძიმე დატვირთვა (ყოველდღიური რეცხვა ან დიდი რაოდენობის სარეცხი): 9-12+ კგ მანქანა საუკეთესოა დიდი ოჯახებისთვის ან მათთვის, ვინც ხშირად რეცხავს.

რას იტევს თითოეული ტევადობის (კგ) სარეცხი მანქანა?

 ტევადობა (კგ)

დატვირთვა
6-7 კგ 30-35 მაისური ან 3-4 თეთრეული
8-9 კგ 40-45 მაისური ან 5-6 თეთრეული
10-12 კგ 50+ მაისური, 8+ თეთრეული ან დიდი პლედი

დამატებითი ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

  • პლედები და საბნები: თუ ხშირად რეცხავთ პლედებს ან საბნებს, შეარჩიეთ მინიმუმ 9-10 კგ ტევადობის მანქანა.
  • მძიმე დატვირთვა: თუ ოჯახში პატარა ბავშვები ან სპორტსმენები არიან, საუკეთესო არჩევანი 10+ კგ მანქანაა.
  • მცირე საცხოვრებელი ფართი: თუ სივრცე შეზღუდულია, 7 კგ-იანი კომპაქტური მოდელი საუკეთესო გამოსავალია.
  • ფასი - მას შემდეგ, რაც ამ რჩევებს გაითვალისწინებთ და სასურველ ბრენდსაც შეარჩევთ, არ დაგავიწყდეთ, რომ სარეცხი მანქანები იაფად და სურვილის შემთხვევაში განვადებით, ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ.

პოპულარული მოდელები

სარეცხი მანქანა 8კგ GORENJE WNHPI84AS/R
სარეცხი მანქანა 8კგ GORENJE WNHPI84AS/R
Regular price 1,249.99 ლარი 979 ლარი / თვეში 53 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 4 წელი
სარეცხი მანქანა 6 კგ INDESIT WIN610S კლასი A+++
სარეცხი მანქანა 6 კგ INDESIT WIN610S კლასი A+++
Regular price 1,200.00 ლარი 749 ლარი / თვეში 41 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 7 კგ INDESIT WIN710S
სარეცხი მანქანა 7 კგ INDESIT WIN710S
Regular price 1,400.00 ლარი 799 ლარი / თვეში 43 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი
სარეცხი მანქანა 9კგ GORENJE WNHPI94A1PS
სარეცხი მანქანა 9კგ GORENJE WNHPI94A1PS
Regular price 1,349.00 ლარი 999 ლარი / თვეში 54 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 2 წელი