როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო კარკასული აუზი თქვენი სახლისთვის!
სახლისთვის თუ აგარაკისთვის რა ტიპის აუზის შეძენას აპირებთ, ეს აბსოლუტურად თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ ბლოგში კარკასული აუზებზე მოგცემთ საინტერესო რჩევებს და მოგიყვებით რა უპირატესობები შეიძლება გააჩნდეს. ზოგადად, კარკასული აუზების აწყობა დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული და არც ზედმეტ ძალისხმევას მოითხოვს. მთვარია, ზუსტად მიყვეთ და გაითვალისწინოთ ყველა ის დეტალი, რომელიც აუზის ინსტრუქციაშია აღწერილი.
გაითვალისწინეთ, თუ თავად ამონტაჟებთ აუზს, უკეთესია გაეცნოთ სტრუქტურის მახასიათებლებს ისე, რომ ზამთარში წყლის არარსებობის შემთხვევაში, აუზმა დეფორმაცია არ განიცადოს.
აუზის შერჩევის კომპონენტები
ზაფხულში, როდესაც აგარაკსა თუ სახლში გადაწყვეტთ რომელი ვარიანტის: გასაბერი, კარკასული, ასაწყობი ტიპის დამონტაჟებას, გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ რა მასალისგანაა დამზადებული და როგორია მისი ღირებულება. აუზების წარმოებისთვის ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა მასალა, მაგალითად, პროპილენი, პლასტმასი, ფოლადები და ა.შ.
პოლიპროპილენის მოდელები უკეთესად უძლებენ დიდ ტემპერატურულ სხვაობას. ამიტომ, ადვილად გაუძლებენ ზამთრის პერიოდსაც. პლასტიკური მოდელები ძალიან მგრძნობიარეა ამინდის ცვლილების მიმართ და დაბალ ტემპერატურაზე შეიძლება დეფორმაციაც კი მიიღოს.
ნებისმიერი ამინდის უგულებელსაყოფად, ყველაზე მდგრადი კომპოზიტური მოდელებია. ეს მასალა საშუალებას გაძლევთ შექმნათ ყველანაირი ფორმის აუზი, ხოლო მასალას შეუძლია გაუძლოს არა მხოლოდ ნებისმიერ ტემპერატურას, არამედ ნებისმიერი ძალის ზემოქმედებას ისე, რომ ზედაპირს არ დაეტყოს ზედმეტი ნაკაწრებიც კი. თუმცა, ყველა დიზაინს აქვს ერთი ნაკლი: თითოეულ მათგანს აქვს სტანდარტული ფორმა, რომელიც სახლის ან აგარაკის პროექტის დიზაინიდან გამომდინარე, ზოგჯერ არ იძლევა შემოქმედებითობის საშუალებას.
თუ აუზის აშენებას თავად აპირებთ, ამ შემთხვევაში ბევრი საკითხის გათვალისწინება მოგიწევთ,მაგრამ ერთ-ერთი რაც მნიშვნელოვანია ეს მასალებია. მაგალითად, პროპილენი, ფილები, მოზაიკა და ა.შ. როდესაც აუზებს აშენებენ, ძირითადად იყენებენ ლურჯ ან თეთრ ფერს. ამ ფერებს ორმაგი ფუნქციონალური დატვირთვა აქვს - პირველი: ეს არის ჰიდროსაიზოლაციო და მეორე: ესთეტიკური გარეგნობა, რომელიც ფარავს ბეტონის კედლებს ან ჩარჩოს.
პოლიმერი ძალიან ძლიერი, გამძლე და კარგი მასალაა, რომელიც ნებისმიერ ამინდს უძლებს და ამასთანავე, არ ექვემდებარება ტემპერატურის ცვლილებას. სწორედ ამ თვისებებმა გახადა პოლიმერი პოპულარული მასალა. ფერების არჩევანიც მრავალფეროვანია, მაგრამ ლურჯი მაინც ყველაზე პოპულარულია.
ზოგადად, აუზების მშენებლობაში გამოიყენება მრავალი სხვადასხვა მასალა - პლასტმასი, ბეტონის, რეზინა და ა.შ. რომელიც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. რამდენად გიღირთ აუზის აშენება, ეს დამოკიდებულია თქვენს შესაძლებლობებსა და ფინანსებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის ცუდი გადაწყვეტილება კარკასული, გასაბერი ან ასაწყობი აუზების შეძენა, რომელთაც უამრავ სხვადასხვა ვარიანტს შეხვდებით ბაზარზე.
პოპულარული მოდელები