როგორ გამოვიყენოთ პოპკორნის აპარატი?

პოპკორნის აპარატი ნამდვილად მისწრებაა მათთვის, ვისაც უყვარს ფილმები. მათი ყურების დროს ალბათ ერთი სიამოვნებაა პოპკორნის მირთმევა. სახლის პირობებში, პოკორნის აპარატი გაძლევთ საშუალებას, მოამზადოთ მაღალი ხარისხის პოპკორნი, თქვენი გემოვნებით.

როგორ გამოვიყენოთ პოპკორნის აპარატი?

როგორ მუშაობს პოპკორნის აპარატი?

ელექტრო პოპკორნის აპარატი არის პატარა ელექტრო მოწყობილობა, რომელიც შექმნილია პოპკორნის მარცვლების გასათბობად იმ წერტილამდე, სადაც ისინი საკვებად ვარგის ფორმაში გადაიქცევიან.

ცხელი ჰაერის აპარატებს აქვთ ვენტილატორის მსგავსი იმპულერი, რომელიც არევს პოპკორნის მარცვლებს ცხელი ჰაერის ტურბულენტური ნაკადით საფრქვევ კამერაში. სითბო წარმოიქმნება ძირში არსებული გამაცხელებელი ელემენტით, რომელიც გააქტიურებულია მარტივი ჩართვის-გამორთვის გადამრთველით და აკონტროლებს თერმოსტატი. მასში შედის ძრავა ვენტილატორის როტაციისთვის. 

პოპკორნის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ პოპკორნის მოსამზადებელი აპარატი, სიმინდის მარცვლები, რამდენიმე სუფრის კოვზი ზეთი (თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ ზეთის არომატები), სანელებლები, მარილი, პოპკორნის ჩასაყრელი თასი

როგორ გამოვიყენოთ პოპკორნის აპარატი?

ყველას აინტერესებს არის თუ არა პოპკორნის მოსამზადებლად საჭირო ზეთი?

რათქმაუნდა გარკვეული რაოდენობით ცხიმი პოპკორნის მოსამზადებლად აუცილებლად საჭიროა. თუმცა, მასში ჩვეულებრივი, მზესუმზირის ზეთის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. 

უკეთესი იქნება თუ გამოიყენებთ კაკლის, ავოკადოს ან ზეითუნის ზეთებს. კანოლას ზეთი არის ასევე კარგი ვარიანტი. შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარეული ზეთებიც, თუ თქვენ პოპკორნის მომზადება აპარატში გაქვთ გადაწყვეტილი.

პოპკორნის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამდვილი კარაქიც. აპარატში ჩაყარეთ 1/4 ჭიქა სიმინდი და  დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კარაქი. რაოდენობის შესაბამისად გაზარდეთ პროპორციები. ასე გამოდის უგემრიელესი პოპკორნი.

პოპულარული მოდელები

პოპკორნის აპარატი Sokany RH-288
პოპკორნის აპარატი Sokany RH-288
69.00 ლარი 100.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პოპკორნის აპარატი RAF R.9012
პოპკორნის აპარატი RAF R.9012
49.00 ლარი 80.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი
პოპკორნის აპარატი FRANKO FPM-1192
პოპკორნის აპარატი FRANKO FPM-1192
89.00 ლარი 120.00 ლარი
უფასო მიწოდება
warranty კომერციული გარანტია 1 წელი