როგორი ყურსასმენები უნდა შეიძინოთ?
წყვილი ყურსასმენი არის საუკეთესო საშუალება მუსიკის, პოდკასტებისა და აუდიოწიგნების მოსასმენად.
მათ ახასიათებთ ხმის განსაკუთრებული და შთამბეჭდავი ხარისხი, მაქსიმალური კომფორტი. ბევრი კარგი ყურსასმენია ბაზარზე, რომელიც არის ულტრა მოსახერხებელი.
მცირე ზომის ყურსასმენების უმეტესობას აქვს მაღალი აუდიო ხარისხიც და უმეტესწილად, თქვენი არჩევანით ნამდვილად ისიამოვნებთ.
მაგრამ, თუ თქვენ სერიოზულად ხართ დაკავებული მუსიკით და გამაღიზიანებლად მოქმედებს თქვენზე გარემოს ხმები, მაშინ თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება ისეთი ყურსასმენების გამოყენება, რომელიც სრულად ფარავს ყურებს და ბლოკავს ყველა გარეშე ხმას, რამაც თქვენ შეიძლება ხელი შეგიშალოთ ყურადღების მოკრებაში.

რაც მთავარია, ასეთი ყურსასმენები შეიძლება ბევრად უკეთესი იყოს თქვენი ბუნებრივი სმენის აპარატისთვის, ვიდრე მცირე ზომის ყურსასმენები, რადგან მისი გამოყენებისას ოდნავ მეტი მანძილია ხმამაღალ ბგერებსა და ყურის ნიჟარებს შორის.
თუ თქვენთვისაც მნიშვნელოვანია, და ასეც უნდა იყოს, სმენის აპარატის დაცვა, ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უნდა გამოიყენოთ მთლიანი ყურის დასაფარი ყურსასმენები.
აუდიოს ხარისხი არის მეორე კრიტერიუმი, რომლის გათვალისწინებითაც უნდა გააკეთოს მომხმარებელმა არჩევანი.
ყურსასმენებს, რომელთა ყიდვაც შესაძლებელია დღესდღეობით, აქვს დიდი, ძლიერი დრაივერები. არსებობს ე.წ. როგორც ღია, ასევე დახურული ვარიანტები. მუსიკის მოსმენისას, ღია ვარიანტი გვთავაზობს საკონცერტო დარბაზის მსგავს შეგრძნებას, რომელიც იმდენად ახლოსაა, რამდენადაც თქვენ შეძლებდით მის გაგონებას პირდაპირ დარბაზიდან.
საუკეთესო უკაბელო ყურსასმენების კატეგორიიდანაა:
- Philips PH805
- Sony WH-1000XM4
- Bowers & Wilkins PX7
- Sennheiser PXC 550-II
გაინტერესებთ, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ყურსასმენებთან დაკავშირებით, რომელსაც შერჩევისას შეიძლება წააწყდეთ?
ეს შეიძლება იყოს მათი ფასი. გამოყენებული პრემიუმ მასალა და ჩატარებული კვლევები, რომელიც ზრდის წარმოების ხარჯებს, ხშირად ყურსასმენების ღირებულებას ასტრონომიულს ხდის.
ამიტომ, თუ თქვენ ეძებთ ბიუჯეტურ ყურსასმენებს, მოგიწევთ დათმობების გაკეთება. როგორც შევთანხმდით, ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს ეს და უბრალოდ, უკაბელო მოდელის მაგივრად სადენიანი მოდელი შეარჩიეთ.
შესაძლოა დაგაინტერესოთ
-
როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?
როგორც კი ზაფხული მოდის, პირველი რაც გვახსენდება, არის ვენტილატორი. სიცხეში სუფთა ჰაერის ცირკულაცია, სწრაფი გაგრილება...
-
როგორ შევარჩიოთ ელექტრო ინსტრუმენტები 2025 წელს?
თანამედროვე მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წარმოუდგენელია ხარისხიანი ელექტრო ინსტრუმენტების გარეშე. სწრაფი და უსა...
-
როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი?
კითხვა, როგორ შევარჩიოთ რობოტი მტვერსასრუტი ამ ჭკვიანი მოწყობილობების ბაზარზე გამოჩენისთანავე აქტუალურია და დროთა გან...
-
როგორ დავაყენოთ მაცივრის ტემპერატურა?
მაცივრის ტემპერატურის სწორად დაყენება აუცილებელია იმისათვის, რომ პროდუქტებმა დიდხანს შეინარჩუნონ გემობრივი თვისებები,...
-
კონდიციონერი 40 კვადრატისთვის - ყველაფერი რაც ყიდვის წინ უნდა ვიცოდეთ
სწორი კონდიციონერის შერჩევისთვის 40 მ² ოთახისთვის 2025 წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რაც ...
-
Intex თუ Bestway - რომელი აუზი შევარჩიოთ?
გარე კარკასული აუზის შეძენისას ალბათ უკვე შეხვედრიხართ Bestway-ს და Intex-ის აუზებს. ორივე ბრენდი მრავალფეროვან ასორტ...
-
კონდიციონერის მახასიათებლების მიმოხილვა - რას ნიშნავს თითოეული მათგანი
თანამედროვე კონდიციონერს უამრავი მახასიათებელი აქვს, რომელთაგან ზოგიერთის დანიშნულება დასახელებითაც მარტივი მისახვედრ...
-
DELONGHI-ს ყავის აპარატების ყველაზე სრულყოფილი მიმოხილვა
DeLonghi – იტალიური პრემიუმ ბრენდია, რომელიც ცნობილია მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკით, განსაკუთრებით ყავის აპ...