როგორ უნდა შეარჩიოთ ჭოჭინა?
ჭოჭინა, ეს არის ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპის - ფეხის ადგმის საუკეთესო დამხმარე მოწყობილობა. მნიშვნელოვანია, რომ თქვენს მიერ შეძენილი ჭოჭინა, აუცილებლად იყოს დამოწმებული პედეატრის მიერ.
როგორ უნდა შეარჩიოთ ჭოჭინა?
ჭოჭინის შეძენისას მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად:
სიმაღლე და ზომა:
- ჭოჭინის სიმაღლე ბავშვის სიმაღლის შესაბამისად უნდა რეგულირდებოდეს
- ჭოჭინა უნდა იყოს ისეთი ზომის, რომ ბავშვი მასში არ იყოს ჩამოკიდებული, არ იდგეს თითის წვერებზე (მთლიანად უნდა დგამდეს ტერფს), ან პირიქით, არ ჰქონდეს მოხრილი ფეხები პატარა სივრცის გამო
ბორბლები:
- ადვილად უნდა ტრიალებდეს ნებისმიერი მიმართულებით
- უმჯობესია, დამზადებული იყოს სილიკონისგან (არ იწვევს ხმაურს და არ აზიანებს იატაკის საფარს)
- ოპტიმალური რაოდენობა უნდა იყოს 6 -10 (რაც მეტი ბორბალი აქვს ჭოჭინას, მით უფრო მყარია)
ჭოჭინის „მაგიდა“:
- უნდა იყოს მყარი და განიერი, ბავშვის წონამ გადახრისას რომ არ გადასძლიოს და არ გადააყირაოს. (პატარა ხელებით ვერ უნდა წვდებოდეს მაგიდის სიგანეს)
- ოთხკუთხედი მაგიდები უფრო მყარია და დაცული ვარდნისგან, ვიდრე მრგვალი
შეძენამდე აუცილებლად გაარკვიეთ, რა მასალითაა დამზადებული ჭოჭინა, რა საღებავებითაა შეღებილი მაგიდა და სათამაშოები. დარწმუნდით, რომ ფერი არ გადასდის და ბავშვისთვის სრულიად უსაფრთხოა.
სანამ ბავშვის ჭოჭინაში ჩასმის გადაწყვეტილებას მიიღებთ, უმჯობესია, რჩევა ორთოპედს ჰკითხოთ.
პოპულარული მოდელები